პროფესიონალის გულმა ვერ მოითმინა და ოჯახს გაეპარე დილაუთენია.
ვექტორს მიაშურე, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას სანამ ადგებოდნენ შუქი ჰქონდათ.
10 საათისთვის ერთ-ერთი მეგობრისთვის გითქვამს, უკვე 10 კილომეტრი გავიარეო ფეხით.
დაღლილ-დაქაცნცული ქალაქში ერთ-ერთ გამოძახებაზე იყავი როცა ცუდად გახდი,ხელ-ფეხი წაგერთვა...
ოპერაცია გაგიკეთეს,9 დღე ებრძოდი სიკვდილს...
დღემდე არ წყდება შენს ტელეფონზე ზარები...
შენი ცოდნა, ჯანმრთელობა, ჯანი და სიცოცხლე ხალხის სამსახურში გალიე, ხალხისა და შენი პროფესიის სიყვარულში დაიღვენთე სანთლივით...
ვერ დაგცალდა შენი უცნობი შვილიშვილის - გაბრიელის ნახვა. სიზმარში ეცხადები და ხშირად ამბობს: ჩემი ბაბუა რატომ მოკვდა, ჭადრაკი უნდა გვეთამაშაო.
შენი სახით ოჯახს გამოეცალა ხერხემალი, ოჯახის ბურჯი, არაჩვეულებრივი მეუღლე, მამა, ბაბუა...
ქალქს კი უნიჭიერესი და პროფესიონალი ელქტრიკოსი...
შენს სამარესთან ვდგავარ თავდახრილი და მაინც ცოცხალი მგონიხარ. ასე იქნება სანამ ცოცხალი ვიქნები.
შენი ქეთევანი
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3