„ „ „ „
Retro
თქვენო ბრწყინვალებავ, უცხო ქალბატონო, ნეტავ თუ შევხვდებით ცხადში...
სიზმარს ვუბრუნდები, როგორც მოგონებას, გული რომ წამართვით, მაშინ,
ვნებას ვუყურებდი, როგორც შთაგონებას, შტრაუსის ‘’ამბორი’’-ს
ვალსში,
როგორ ფრიალებდა კაბა თოვლისფერი რიტმებს გაყოლილი
კვალში,
როგორ აშიშვლებდა თეძოს ლაბუტენი,
ყოველ მომდევნო პა-ში,
როგორ ეხებოდა შავი კულულები კისერს, საკოცნელად ცხადში...
სიზმარს ვუბრუნდები, როგორც მოგონებას,
როგორ შემიყვარდით წამში,
ფიქრებს აჭენებდა ურჩი ფანტაზია, როგორც აწყვეტილი რაში..
დღესაც მახსენდება მკერდის მღელვარება,
სუნთქვით რომ აგქონდათ ცაში,
მერე, გონს მოსული, ლურჯი საფირონით,
თითქოს ეშვებოდა ზღვაში,
ღუზას მოწყვეტილი, ტალღებს აყოლილი,
****
თუ აღარ გელი ღია კართან ღამენათევი,
თუ მონატრებამ ბნელ წარსულში გადაინაცვლა,
თუ აღარ მახრჩობს შენზე ფიქრის კორიანტელი,
იცოდე ჩემში უშენობა გარდაიცვალა.
თუ საუბრისთვის სიტყვებსაც კი აღარ დავეძებ,
თვალებში ზეცამ ღრუბლები თუ გადაიყარა,
თუ აღარ მტანჯავს სინანული, მაშინ იცოდე,
რომ აღარ მტკივა ის, რაც გულმა გადაიტანა.
შენ ჩემს თვალებში ვარსკვლავთცვენას ვეღარ იხილავ,
რომ ვერ შესწვდები იმ ზეცაზე გადაიშალა,
ვერც ჩემს განთიადს ვერ შეხვდები ვერასდროს რადგან,
შენი მზე ჩემგან უსაშველოდ გადაიხარა.
მე სიყვარულის ისევ მჯერა, როგორც მჯეროდა,
მის საძებნელად ჩემმა გულმა სად არ იარა,
ვიცი შევხვდები იმ ერთადერთს ვინც შეიყვარებს
იმ გულს, რომელიც შენმა გულმა არ აღიარა.
აღარ მიყვარხარ, იმედია არ გამამტყუნებ,
შ
⚘,,....რა უცნაური გახდა ყველაფერი... ცოცხალი ურთიერთობები თითქმის გაქრა, შეხვედრები და ხანგრძლივი საუბრები შეტყობინებებმა ჩაანაცვლა. მენატრებიო ამბობენ, მაგრამ არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გნახონ.... მიყვარხარო, გეფიცებიან, მაგრამ მარტოს გტოვებენ გასაჭირის ჟამს. უცნაური დრო დადგა,
ადამიანები ერთმანეთს თან ეძებენ და თან ემალებიან......"