Предыдущая публикация
არა მას არ სწყალობს ბედი ულმობელი,
იგი გამვლელს უკვე აღარ ელოდება,
ჯიბეს შეაფარა გაყინული ხელი.
მძიმედ ამოძრავდა ძველი ყავარჯნები,
მძიმედ ააყოლა წელი წამებული,
მხარზედ ჩამოსცვივდა ჩალისფერი თმები,
ხურდა მოიძებნა სადღაც გაბნეული.
გული მოიოხრა მტირალ ტირიფებთან,
უცებ ათამაშდა ცივი,ცივი ქარი,
იქვე მიესვენა თოვლის თეთრ ფიფქებთან,
ქარმა გამოსტაცა ბედის სახსოვარი.
იწვა დარდიანი თოვლის ფანტელებზე,
უშფოთველად იწვა პირქვედამხობილი,
წუთით საკუთარი თავი დაენანა
და გზა ასე ტანჯვით,ტანჯვით გამოვლილი.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1