მამა თეოდორე: ჩვენს შორის ბევრი უღირსი მღვდელია, მაგრამ არიან ღირსეულებიც
"ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს, უნდათ, რომ მღვდლები კრიმინალებად შერაცხონ და მათ კომუნისტური მეთოდებით გაუსწორდნენ" - ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე. როგორც უკვე ცნობილია, 10 აგვისტოს, სასულიერო პირების უკვე ორჯერ გადავადებული სასამართლო პროცესი გაიმართება. თამაზ ბიჩინაშვილს (მამა ანთიმოზი), ირაკლი ბასილაიას (მამა იოთამი), ტიტან დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილს ბრალი სიხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას - ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სა
† † †
იყო ერთი წმინდა ბერი, ფრიად მშვიდი და ძვირუხსენებელი. ერთხელ მოწაფესთან ერთად სადღაც მიდიოდა, გზა აერია და უნებლიედ ვიღაცის ყანაში შევიდა. გამოვარდა ყანის პატრონი და ბერებს გინება დაუწყო: „ეს არის თქვენი მონაზვნობა და ღვთისმოშიშება? თქვენ რომ უფლის შიში გქონდეთ, ყანას არ გამითელავდითო“. ღირსმა მამამ მშვიდად მიუგო: „კეთილად იტყვი, შვილო, გაკურთხოს ღმერთმა, მაგრამ, ღვთის გულისათვის, შეგვინდე, რამეთუ შევცდით უნებლიეთ“. ყანის პატრონს გული ვერ მოულბო მისმა სიტყვებმა, განრისხებული, უარესად აყვირდა, წმინდა ბერი კი კვალადცა ლოცავდა და ეტყოდა: „მართალს ამბობ, შვილო, ჩვენ რომ ბერები ვიყოთ, ამას არ ჩავიდენდით, მაგრამ შეგვინდე ჩვენ უფლისთვის, რამეთუ ვსცოდეთ“. განაცვიფრა კაცი ბერის სიმშვიდემ, ლმობ
ერთი თხოვნა მაქვს უფალო შენთან, გამიხანგრძლივე სიცოცხლე ჩემი, ნუ გამიმეტებ ამ სატანჯველად რომ მივეჯაჭვო მე ამ ცივ კედლებს... წამომაყენე ამ საწოლიდან და დამილოცე მე გზა მომავლის... უფალო მხოლოდ შენ ხარ მხსნელი, ჩემი მკურნალი მფარველი ჩემი, ყველა ჩემიანს სწამს შენი ღმერთო, ყველა შეგთხოვს და ყველა გავედრებს რომ მატ აჩუქო ჩემი სიცოცხლე და დაუბრუნო მათ ჩემი თავი, არ მოუშალო მათ ეს იმედი, არ დაუკარგო მათ ეს ღრმა რწმენა, უფალო ისევ მხლოდ ამას გთხოვ ნუ გამიმეტებ მე სატანჯველად, გთხოვ გამაცილე მე ამ ცივ კედლებს, მამყოფე ჯანმრთელი ჩემიანებთან მე აღარ მინდა აქ ყოფნა ღმერთო, დავიღალე უფალო ჩემო, მაკმარე ტანჯვა რაც გავიარე, საკმარისია უფალო ჩემო, წამომაყენე ამ საწოლიდან, წამომაყენე მამაო ჩვენო, შემოვიარო
სიყვარული მხოლოდ მაშინაა სიყვარული, როცა იგი ყველას მიმართ არის, გამონაკლისის გარეშე. ხოლო ვიდრე იგი მხოლოდ მათ მიმართაა მიმართული, ვინც „მე“ მიყვარს, ეს სიყვარული არ არის, არამედ ეგოიზმია