როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -ვინ გიმღეროდა?!- მშობელი დედა.
ეზოში როცა იტკენდი რამეს, -ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!შენი გულისთვის უძილო ღამესვინ ათენებდა?! - მშობელი დედა.
ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრითვინ ვერ ისვენებს?!- მშობელი დედა.
ამ ქვეყანაზე შენი სიკარგევის უხარია ყველაზე მეტად?!ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, - ვინ იამაყებს?!- მშობელი დედა