ჩემთვის სამყარო შენით ცოცხლობდა შენ მინათებდი მზეს და სინათლეს ეს გული შენთვის ფეთქავდა მუდამ რატომ დავმალო გეტყვი სიმართლეს -- ან ვინ მიხვდება რაც ავიტანე უშენოდ მარტომ ეულად მყოფმა თუ ამ ჯოჯოხეთს ჰქვია სამოთხე მაშინ რაღაა ტრფობა და გრძნობა -- ჩემთვის სიწმინდე სახეა შენი შენი თვალები სითბოს გამცემი პირველად როცა შენ დაგინახე ნუთუ არ გიკვირს რომ არ დავეცი -- მხოლოდ ერთადერთს შენ გაღმერთებდი არასდროს არ ვარ ტყუილის მთქმელი ნუთუ ზეცაში მე არ ვწერივარ ან არ მაჩუქებს , მე შენ თავს ღმერთი -- მეც შემიძლია ეგ სიყვარული ახლა აგიხსნი თქმას თუ დამაცდი გაღმერთებ , მნუსხავს შენი თვალები ჩემი სიცოცხლის შენ ხარ წარმტაცნი -- ერთს შეგპირდები როგორც მიჯნური მუხლმოდრეკილი შენზე ვილოცებ როგორც წმინდა ხატს ისე
არის ასრულდა ოცნება ევროპის კარი გაიღო და საქართველოვ , მსოფლიომ შენი სახელი გაიგო -- და ორ ზღვა შუა ფრიალებს ევროპის დროშა ნატრული საუკუნეებს მებრძოლი ქრისტეს ქვეყანა ტანჯული -- მაღლიდან სხივი დაგვნათის ერთი თეთრ წვერა კაცისა სულხან-საბაა ეს სხივი დაფასდა გარჯა ღვაწლისა -- ევროპა მაშინ დაიწყო როდესაც ფარდა ავწიეთ ბერძენი არგონავტები როცა ესტუმრნენ აიეტსს -- კოლხეთის მეფემ მიიღო ძველი ბერძენი გმირები წარმოუდგინეს კულტურა სიამაყით და ღირსებით -- მთელმა მსოფლიომ იცოდეს ქართული სული საბრძოლო ესაა ძველი ევროპა ზეზვას და მზიას სამშობლო -- შენ საქართველოვ ღირსი ხარ ევროპის დიდი გულისა შენ უბრუნდები შენს ოჯახს აღსრულდა ნება უფლისა -- კავკასიონზე ბინადრობს გლეხ-კაცი დედამიწისა მიტომ დაგარქვეს სახელა
მაშ აღსასრული უკვე დამდგარა იესოს ტალახს როცა ესვრიან მინდა შენ გკითხო ღმერთო ძლიერო აღარასოდეს მოვა მესია ? -- ცოდვის მორევში ჩავმდგარვართ უკვე დაგვეპატრონა ეშმა უგვარო ცრემლი ვადინეთ დედა ღვთისმშობელს არ მოგვესვლება შენთან უფალო ? -- შურმა წალეკა უკვე სიკეთე ეს ხომ სინდისის აღსასრულია მტრობამ აჯობა ერთგულ სიყვარულს კაცობრიობის დასასრულია ? -- ჩვენ დავივიწყეთ ის ათი მცნება და შევისწავლიეთ ათი სირცხვილი ჩვენ დავივიწყეთ რისთვის დაგადგეს უფალო თავზე ეკლის გვირგვინი ? -- ჩვენ დავდრომილნმა ვეღარ შევძელით ცოდვის ცეცხლიდან უკვე გამოსვლა აღარ ველოდოთ უფალო კრძალვით აღარ მოხდება ცეცხლის გარდმოსვლა ? -- ვინც არ გაგწირა გოდებით მოთქვამს ზეცას შეჰყურებს უფლის ვედრებით და კით
ალბათ შენც გესმის მწუხარება , გულის ვარამი თითქოს მანძილი უსასრულოდ მიდის გვშორდება განშორებისას ვერ წარმოვთქვი სიტყვა " ნახვამდის " რადგან მიმძიმდა შენს წინაშე მე დაშორება -- იქნებ სიზმარი და მის მსგავსი სხვა არაფერი არც სხვა სიტყვები სანუგეშოდ სულს მოედება ღირდა ერთ რამედ ეს შეხვედრა ეს ყველაფერი რადგან სიცოცხლე არასოდეს არ მეორდება -- მეც გული მწყდება საყვედური მეც მაქვს სათქმელი ანდა ეგ გული შენს მაგივრად რას მეუბნება ეჰ, უიმედო მომავალში ნეტა რას ველი არა ! შენს გარდა სხვა იმედი არ მეგულება -- ვიცი ეს ბედი სასტიკია ვის შეიბრალებს შენი პასუხი მსურს საოცნებო მეც რომ ვიცოდე შენი თვალები მიმზიდველი ვის შეიყვარებს ან სამუდამოდ ვის მიუძღვნი ლამაზ სიცოცხლეს -- ეს სიყვარ
უსიყვარულოდ ----------------------------------------- უსიყვარულოდ დედამიწა ვიცი მკვდარია უსიყვარულოდ არც ქარი ქრის , არც მზე ანათებს არც ლამაზ ყვავილს სილამაზე არ უწერია გრძნობის გარეშე არც სიცოცხლე არ აქვს არაფერს -- თუ შეეწირე ამ დიდ გრძნობას ამ დიდ სიხარულს არ შეგიბრალებს არ დაგინდობს ისიც იცოდე ის უკვდავად ყოფს თავის სახელს თავის სიყვარულს ვინც ნამდვილ გრძნობით სხვას შეწირავს თავის სიცოცხლეს -- განა რომეომ ეს არ იცოდა როცა მიუძღვნა ჯულიეტას გული და ჩაიდინა შლეგმა მიჯნურმა ის საქციელი თავგანწირული -- ანტონიუსმაც კი გამოსცადა ერთი ნახვით რომ სხვას შეუყვარდა თავი გაწირა სიყვარულისთვის და არ ჩამორჩა მას კლეოპატრაც -- ტრაგიკულია რაც კი გადახდათ სერ ლანსელოტის და მ
ჩემს ფიქრებს სევდა ისევ ესტუმრა გულს კი მოაწყდა დარდი ულევი ცამ დაიქუხა ალბათ იწვიმებს ჩემს ცრემლებს წვიმა წაშლის გუბეში -- ისევ გავყვები წვიმიან ქუჩას როგორც მიყვარდა მე ხეტიალი ადრე ღიმილით გეგებებოდი ახლა თვალები მაქვს ცრემლიანი -- ვიცი იწვიმებს გადაუღებლად კოკისპირულად ალბათ დაუშვებს ფანჯრის მინაზე წვეთებად მოვა ჩემი ცრემლები გულს რაც აწუხებს -- დარდი აივსო ცაო იწვიმე წმინდა წვეთებით მინდა დავსველდე ცეცხლი ბობოქრობს ჩემს სნეულ გულში არ მოგერიდოს ძლიერ დასეტყვე -- მსურს აღვიდგინო წარსულის სუნთქვა ასე თუ ვიგრძნობ თრთოლვას გულისას ხელის შეხებაც ვეღარ უშველის ცრემლის დაღვარც კი შფოთვას სულისას -- და იცი სევდა რატომ მესტუმრა ? ან ვერ გივიწყებს გული ხანდახან არ შეუძ