ჩემო შვილო ჩემო ძმაო და ჩემო ვაჟკაცო
გიყურებ ვხედავ შეგეცვალა ძველი იერი
თითქოს ეგ ჟინი, რაღაც ზალამ უცებ ჩაახშო
და გაბრაზებაც აღარ გძალუძს უფრო ძლიერი
გეუბნებოდი, ნუ მისტირი წარსულის აჩრდილს
უღირსის გამო რისთვის იჩენ დარდით იარებს
ლამაზ ცხოვრების ანგელოზი შენ მხარზე გაზის
მოვა ფერია მოგიშუშებს მაგ ძველ იარებს
თქვენ კი უღირსნო: წადით თქვენი! თქვენ გზით იარეთ!
მე სულ მკიდია არგუმენტი თავის მართლების
იქნებ ისწავლოთ იქნებ მიხვდეთ
რა ჩაიდინეთ აღარ მიქაროთ
თორემ ბოლოს მარტო დარჩებთ
სალოცავის წინ დაჩოქილი შესძახებთ რისთვის
რისთვის ვისჯები განა ეგრე რა ჩავიდინე
შინაგანი ხმა გადმოგძახებს მარტო დარჩენილს
მაშ დაგავიწყდა ვაჟკაცს ცრემლი როგორ ადინე
როგორ გაწირე დააგდე და გული ატკინე
გული რომელიც მხოლოდ
ისევ დარეკეს ზარებმა
ისევ გაისმა განაგში
სამშობლოს საზღვრებს მოადგა
მტერი საომრად მზად არი
დროა წამოვდგეთ სუყველა
ტანზე ავისხათ აბჯარი
სამშობლოს დაცვა სჭირდება
შიშის დრო ახლა არ არი
შინდისის მიწას მოადგა
მტრისა ულევი ამალა
სოფელი შემორჩენილა ჩვიდმეტი კაცის ამარა
შესძახეს მოდით სუყველა
ჩვენც ვაჟკაცურად დაგხვდებით
შეხედეთ აქ რაც მოხდება
სამშობლოს იცავს ქართველი
გაჩაღდა ბრძოლა სასტიკი
არ ნებდებიან გმირები
მტრების გვამებით გარშემო
წრედ შემოირტყეს ზვინები
დადუმდნენ ჩვენი გმირები
მტერმა გარს შეკრა კამარა
სუყველა გაჩუმებულან
და მტერმაც თავი დახარა
ცვიდმეტმა კაცმა გაწყვიტა
რუსის ამხელა ამალა
რუსული ჯარის დიდება
ამ ხალხმა დაასამარა
(ავ.:მ.ჯოხაძე)