მადრიდელთა ლეგენდა იკერ კასილასი შეუდგა სრული დატვირთვით ვარჯიშს საერთო ჯგუფთან ერთად და უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში იმუშავა შეზღუდვების გარეშე დიეგო ლოპესთან, ანტონიო ადანთან და ხესუს ფერნანდესთან ერთად სილვინიო ლოუროს ხელმძღვანელობით. ორთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, რომელიც ტრავმასთან იყო დაკავშირებული, იკერი შეუდგა ბრძოლას მადრიდის "რეალის" მეკარეობის დასაბრუნებლად.
იკერის ვარჯიშს ყურადღებით აკვირდებოდა ექიმი მიგელ დელ სერო და მადრიდის "რეალის" სამედიცინო შტაბის წევრი ლუის სერატოსა. ისინი აკვირდებოდნენ მეკარის მარცხენა ხელს ვარჯიშის განმავლობაში. ვარჯიშის შემდეგ კასილასმა და დელ სერომ რაღაც უთხრეს ერთმანეთს, სავარაუდოდ მან მოუყვა ექიმს თუ რას გრძნობდა ფიზიკური დატვირთვის დროს.
კასილასს ახლა აქვს ერთი კვირა იმისათვის, რომ სრულად აღიდგინოს ჩვეული ფორმა "რეალის" შემდეგი მატჩისთვის, რომელიც 30 მარტს გაიმართება "სარაგოსას" წინააღმდეგ. შეიძლება ვთქვათ, რომ დაიწყო ბრძოლა ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად და ამ ბრძოლაში კონკურენტები დიეგო ლოპესი და იკერ კასილასი არიან. შესაძლოა კონკურენციის პირველი ეტაპი იყოს "გალათასარაის" წინააღმდეგ გასამართ მატჩი ძირითადში ყოფნა. ასევე შეიძლება მოუ მოიქცეს ისე, როგორც პეპეს ტრავმის შემდეგ მოიქცა, იგი მის ადგილას, ცენტრალური მცველის პოზიციაზე რაფაელ ვარანს აყენებდა, მიუხედავად პეპეს გამოჯანმრთელებისა, ამ ლოგიკიდან გამომდინარე უფრო მეტი შანსი ჩემპიონთა ლიგის მატჩში მონაწილეობისა დიეგო ლოპესს აქვს ვიდრე სამეფო კლუბის პირველ ნომერს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1
DUELI IWYEBA