Предыдущая публикация
მინდა იგრძნო ჩემი სუნთქვა,
მინდა იგრძნო ჩემი ხშირი მაჯისცემა..
მინდა მგრძნობდე რომ არც ბრმა ვარ და არც გულქვა
არ მიწევდეს ამ სიტყვების დაფიცება...
სანამ გყავარ...მინდა მგრძნობდეს შენი გული.
გძნობდე როგორ გაღმერთებ და მეფიქრები,
დღეს დამკარგავ,ხვალ კვლავ იგრძნობ გრძნობის წყურვილს,
გეტკინება თბილო როცა არ ვიქნები....
სანამ გყავარ... მინდა ის ცა დაინახო,
მზით რომ მიმღერს უთბილესი სხივთა გამმით...
რომ შეიგრძნო შენში როგორ თბილად ვსახლობ
და შენს გულზე როგორ მძინავს მშვიდად ღამით....
სანამ გყავარ...ჩემს სულს ჩაწვდი გევედრები..
და თუ არ გსურს შეკითხვა რომ არ დაგისვა,
სულით იგრძენ სანამ ხელით შემეხები,
ჩამეხუტე და აღარსად არ გამიშვა..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев