ალბათ იცით,რომ ეს ორი ლამაზი ახალგაზრდა,ლადო და ნინო,ავარიის შედეგად ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებიან.დღესდღეობით მათ სოცოცხლე მხოლოდ აპარატის მეშვეობით უნარჩუნდებათ,თუმცა გამოჯანმრთელების შანსი არის უფლის წყალობით.
ნინო მშობლებმა ისრაელში გადააფრინეს,ლადო კი ღუდუშაურის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა ამოიწურა,მკურნალობა კი ძალზედ ძვირი ჯდება.
გთხოვთ ყველას,გავიღოთ ლადოს გადასარჩენად ნებისმიერი თანხა,რაც შეგვიძლია.მის მშობლებს არა აქვთ საშუალება ლადო ისრაელის ან სხვა რომელიმე ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ.საქართველოში მკურნალობაც ძვირია და მიუწვდომელი,იცით ალბათ.ყოველი დღე რეანიმაციულ განყოფილებაში ლადოს მშობლებს 1200 ლარი უჯდებათ.მისი სიცოცხლე,ისევე როგორც ნინოსი,მხოლოდ უფლის ნებაზეა დამოკიდებული.თუმცა ჩვენც შეგვიძლია ჩვენი წვლილი გავიღოთ.
უმორჩილესად გთხოვთ ყველას,დავეხმაროთ როგორ შეგვიძლია! ყოველი ლარი ძვირფასია და ლადოს სიცოცხლის გადარჩენისთვისაა საჭირო.
წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას ყველას გულმოწყალებისთვის და გთავაზობთ ანგარიშის ნომრებს:
TBC ბანკი ლია ჩაჩანიძე GE78TB7981545061600006
EMONEY 382219140
ნუ დაგავიწყდებათ,რომ სადაც განწირული ადამიანები არიან,ღმერთიც იქაა.
"რაც კი გაუკეთეთ ერთ ჩემს მცირე ძმათაგანს,მე გამიკეთეთ"–ამბობს უფალი.
ღმერთი იყოს ლადოს და ნინოს მფარველი !!!
დაგლოცოთ და გაგახაროთ უფალმა,კეთილო ადამიანებო !!!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1