თუ თქვენ 60-70-იანების თაობა ხართ, ესე იგი:
* თქვენ მანქანით მგზავრობდით ღვედისა და უსაფრთხოების ბალიშების გარეშე,
* წყალს სვამდით ქუჩის პატარა შადრევნებიდან და არა პლასტმასის ბოთლებიდან,
* ბინის გასაღებს კარის წინ დაფენილი ფეხსაწმენდის ქვეშ ინახავდით,
* დილიდან გადიოდით ეზოში სათამაშოდ და არავინ იცოდა, სად იყავით, თუმცა მოსაღამოვდებოდა თუ არა, სახლში უვნებლად ბრუნდებოდით,
* ზოგჯერ - შესაძლოა, ჩხუბში ხელფეხგადატყავებულიც, თუმცა არავის მოუვიდოდა აზრად, რომ ამის გამო პოლიციაში ეჩივლა.
* თქვენ ჭამდით ნაყინს, სვამდით ლიმონათს, თუმცა არ სუქდებოდით, რადგან მთელი დღეები ეზოში დაქროდით და თამაშობდით.
* თქვენ არ გქონდათ კომპიუტერები და ტელევიზორები 165 არხით, თუმცა გყავდათ მეგობრები, რომ