...ვერავინ ამჩნევს შენს ცრემლს, ვერავინ ხედავს შენს დარდებს, შენს ტკივილს, სამაგიეორდ ყველა ხედავს რა სიგრძის კაბა გაცვია და რა სიმაღლის ქუსლი აქვს შენს ფეხსაცმელს.
შენამდე მოსვლა ვერ შევძელი, გთხოვ მაპატიე,
შენდობას ვითხოვ, მაგრამ მაინც შენგან შორს ვრჩები,
ან როგორ შევძლო თუნდაც ახლოს, რომ ჩაგიარო,
როგორ გავბედო ცოდვიანმა შეგახო ხელი.
მე ორი მეფის მონობისთვის ვარ განწირული,
არც ცოცხალი ვარ სამწუხაროდ და აღარც ვკვდები,
ბნელსა და ნათელს შორის ვდგავარ უფალო ჩემო,
აქ ვერ დავრჩები, მაგრამ არსად მაქვს წასასვლელი.
ისევ ისე წვიმს ჩემს თვალებში, როგორც ყოველთვის
და ბნელ ოთახში კვლავ ფიქრების ამარა ვრჩები,
საით წავიდე ყველა გზა თუ ჩახერგილია,
ან კი სად დავრჩე, თუ არა აქვს ამ ოთახს ჭერი.
მე შენს სამართალს, რომ ვერ ჩავწვდი ალბათ ამიტომ,
გაურკვეველი მოლოდინის ტკივილით ვცვდები,
წყევლასავით მაქვს შერჩენილი სულზე სიმძიმე
და გულზე მაწევს უგულობით დაღლილი წლები.
ახლა ღა
მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის ,
როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა...
მინატრე როცა..თოვლისფერი აპრილი მოვა ,
როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის.
მინატრე ყველგან.....სიყვარული დაგაკლდეს როცა ,
როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი ,
როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი
და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ.
მინატრე ღამით,დამილოცე დეკემბრის თოვა
და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის ,
მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა ,
მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის.