✞´ . .✞გილოცავთ ბარბარობას,ჩემო ძვირფასებო
გფარავდეთ მისი მადლი
ბარბარობა და პირველი მეკვლეობა-
ცომი დადგეს და ზედ თბილად დააფარეს.
ცხელ კეცებზე,დაკრულია,თეთრი ჭადი
შედგავენ და მალე წითლად მობრაწავენ.
გოზინაყის თაფლი ისე გამომცქერის,
რომ,პირდაპირ,ტკბარუნობა მოგინდება.
ვეპარები თაფლის ჯამს და თითის ჩაკვრით,
ვეფერები ოქროცურვილ სიტკბოებას.
ლობიანი ჩააქანეს ცხელ თონეში,
ჯერაც,კიდევ,არ დასრულდა პურის ცხობა.
ჩიჩილაკი გაამზადა,ჩემმა ბებომ:
თხილი,ვაშლი,ჩურჩხელა და მზის ფერება.
ბარბარობის თეთრი ღამე მობრძანდება,
თოვლის ფიფიქი ბილიკებზე ეფინება.
დაგებედოთ,რაც რამ იყოს,საოცნებო:
სიყვარული,სიმრავლე და წარმატება!✞´ . .✞