Предыдущая публикация
სწორედ ამიტომ, ღმერთი მთელ სამყაროს ისე განაგებს, რომ ზოგჯერ სიმკაცრეს იჩენს, ზოგჯერ - ლმობიერებას, შემწყნარებლობას და არ დაუშვებს ხოლმე არც კეთილდღეობას მწუხარების გარეშე და არც მწუხარებას სიხარულის გარეშე. როგორც ბუნებაში დგება ხოლმე ხან ღამე, ხანაც დღე, ხან ზაფხული და ხანაც ზამთარი, ასევეა ჩვენთანაც: ხან მწუხარება, ხან სიხარული, ხან ავადმყოფობა და ხანაც ჯანმრთელობა. ამიტომ ნუ გიკვირს, როცა ავად ხდები, რადგან თუ ეს საკვირველია, მაშინ ისიც უნდა გიკვირდეს, როცა ჯანმრთელი ხარ. ნუ შეცბუნდები, როცა მწუხარება გეწვევა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა შეგეშინდეს, როცა შენთან სიხარული მოვა... ყოველივე ბუნებრივი წესრიგით ხდება!..
წმ. იოანე ოქროპირი
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев