ეს პატარა სალოცავი არის წმინდა გიორგის სახელობის.როგორც ხედავთ კარი არ აქვს. გადმოცემის თანახმად რამდენჯერაც გაუკეთეს ,ყოველ ჯერზე წმინდა გიორგი ისახება და კარი უმალ ვარდება . სწორედ ამიტომ მას *კარუგდებელა* უწოდეს. ეს სასწაულმოქმედი სალოცავი ტყიბულის მახლობლად მდებარეობს სოფელ გოგნში. 23 ნომებერს და 6 მაისს როცა გიორგობა აღინიშნება აქ მრევლის ნაკადი არ წყდება. უმეტესობა ფეხშიშველი მიუყვება ხრიოკიან არც თუ ისე სასიამოვნო გზას (ცენრალური ტრასიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრია) საოცარი სანახავია ,როცა ძალიან ცივა, სუსხია და აი, ამ დროს ფეხშიშველი მომლოცველები ცხვრებითა და მამლებით ხელში მიუყვებიან რთულ თუმცა სანუკვარი ოცნებების ახდენის გზას. დღეს ამ პატარა სალოცავის მახლობლად პატრიარქის კურთხევით