თუ ძალგიძს დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე
და არ დაიბნე როცა თავგზა ებნევა ყველას
თუ ძალგიძს სიმხნედ, შემართებად და რწმენად იქცე,
როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა.
თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს,
ცრუს, გაუტანელს არ მიაგო სიცრუე ავი
მოძულეს შენსას სიძულვილი შეუნდო მალე
და თან არც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავი.
თუ შეგიძლია სულში მარად ოცნება რეკდეს,
მაგრამ ოცნების არასოდეს არ იქცე მონად
გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდე
და ამ ორ თაღლითს მიაგებო ტოლად და სწორად.
თუ შეგიძლია აიტანო სიმართლე შენი
ბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად
იხილო ერთ დღეს დანგრეული, სიცოცხლის დღენი
რასაც შესწირე და შენებას შეუდგე ახლად.
თუ შეგწევს ძალა, მაგიდაზე დაყარო ჩალად
&&&
╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝ http://www.odnoklassniki.ru/group/51782908903625 გადადით ლინკზე და დაიმატეთ ეს ჯგუფი
"დედას გაფიცებ, იბრძოლე... არ დანებდე!" - ქართველი გოგონას სულის შემძვრელი წერილი ჯარისკაცს
მოგესალმებით ჯგუფის ყველა წევრს!
კეთილი იყოს თქვენი შემობრძანებაჩვენს ჯგუფში...
თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ გააზიაროთ საკუთარი ან საყვარელი ლექსები, სტატუსები, თქმულებები, ჩანაწერები, ვიდეომასალები, სურათები, შექმნათ თემები და მონაწილეობა მიიღოთ კომენტარებში, რათა გამოთქვათ თქვენი აზრი...
გაუგებრობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ადმინისტრაციას.
გისურვებთ წარმატებებს!