ჩვენი ცხოვრება ნისლით მოცული, ბრმად მიუყვება ბილიკებს სადღაც, არავინ იცის სად წავიქცევით, არავინ იცის რა ხდება გაღმა, ხან იძულებით მაინც მივყვებით.. მივყვებით ვტირით..ვიცინით ხანაც, როგორ საჩუქარს გვიმზადებს ბედი, არავინ იცის თვით ღმერთის გარდა.
უკვე დამღალა სიყვარულის ცრუ მოლოდინმა, იცი, შენს გამო, აღარასდროს აღარ ვიტირებ, ცოტაც მადროვე, წაქცეული, ისევ ავდგები, გადაგივიწყებ, უსასრულოდ გადაგივიწყებ, გამოვფხიზლდები,ძველ სიზმარში აღარ დავრჩები, სხვა გზას ვიპოვი, არ გავივლი ნაცნობ ბილიკებს, როცა ეცდები, რომ მომძებნო, მე ვეღარ მნახავ და მაშინ ჩემს გულს, შენი ცრემლით, გამოიტირებ, როცა სინანულს გონების თვალს ვერ გაუსწორებ, მე, შენთვის უცხო, ჩაგივლი და კვლავ გაგიღიმებ, როდესაც, მართლა, უსაშველოდ მოგენატრები, მე სწორედ მაშინ სამუდამოდ გადაგივიწყებ