ერთხელ მონაზონმა ჰკითხა წმიდა მაკარის, რა გზით უნდა გადავრჩეო. მაკარიმ უპასუხა: - წადი სასაფლაოზე და ლანძღე მკვდრები. მონაზონი უსიტყვოდ დაემორჩილა, წავიდა და საფლავებს ლანძღვა და ქვების სროლა არ დააკლო. - მითხარი, არაფერი უთქვამთ შენთვის მკვდრებს? - შეეკითხა მონაზონს მაკარი. - არა, მამაო - გაოცებით უპასუხა მონაზონმა. - ახლა წადი და ადიდე ისინი. მონაზონი წავიდა და მრავალი კეთილი სიტყვით შეამკო მკვდრები, ადიდა ისინი როგორც მართალნი და წმინდა ადამიანები, შემდეგომ კი კვლავ დაბრუნდა მაკართან. - რა გითხრეს მკვდრებმა? - კვლავ ჰკითხა მაკრამა მონაზონს. - კვლავ არაფერი უთქვამთ! - უპასუხა მონაზონმა. - ხომ ხედავ, მათ არაფერი უთქვამთ შენთვის არც მაშინ, როდესაც შეურაცხყოფდი და არც მაშინ, როცა ქება-დიდებას