,,ყველაფერი მთავრდება ამ ქვეყნად...
ყველაზე ლამაზი მომენტებიც კი, რომლებმაც ერთ დროს მარადისობას გვაზიარეს.
ამიტომ ეცადე, სხვათა ცხოვრებაში დარჩე ლამაზ, კეთილ და იმედიან მოგონებად..."
,,სამყაროში ყველაზე ღირებული ადამიანური სითბოა.
წელიწადის ნებისმიერ დროს,
ნებისმიერ განწყობაზე,
ნებისმიერ ასაკში.
ეს არასდროს შეიძლება იყოს უადგილო და ვერც ვერასდროს იქნება ზედმეტად ბევრი..."
"სიყვარული არის ერთადერთი, რომ ხარჯავ და ბევრდება,
სიყვარულით სავსე გული არასდროს არ ბერდება,
როცა გიყვარს შენთვის დილა სულ სხვა ფერად თენდება,
ერთი მზის მაგივრად ცაზე, ათასი მზე ენთება.
ის, რაც ღმერთის ნება არის, სადაც ღმერთი ერთვება,
გული გულთან, ხელი ხელთან
სხვა სიამით ერთდება,
ვისაც არ უყვარს ის, არც ღმერთს იცნობს ზეციერს,
ღმერთი სიყვარულია და კაცს იწონებს წესიერს,
უღალატოს, უთვალთმაქცოს, მოყვასისთვის გულის გამღებს,
თორემ ამპარტავანსა და
ცრუს შეხვდები გზაზე რამდენს.
მაგრამ სიყვარული არის ერთადერთი ძალა, ნება,
მისით დაგებული ხიდი ფეხქვეშ არ გამოგვეცლება.
ბოლოს მაინც ყველას ჩვენი საქმეებით მოგვეზღვება,
ჩვენ ვაკეთოთ სიკეთე და ბევრიც შემოგვიერთება!
თორემ ვერცხლმა ვერც იუდას მოუტანა სიმდიდ
დაკვირვებიხართ, როგორ ცვლის ყველაფერს წვრილმანები?
ზოგჯერ ბედნიერებისთვის სულაც არ არის საჭირო რაღაც გრანდიოზული მოვლენები, ხანდახან სიხარულს სულ პაწაწინა რამეები გჩუქნის - გარეთ გასვლა, გამხიარულება, კარგ ადამიანებთან საუბარი, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, საკუთარი თავის განებივრება, რაღაც ისეთის გაკეთება, რაც გაგამხიარულებს და გაგაცინებს... აირჩიე ყოველდღე, რომ იყო ბედნიერი, აქციე ბედნიერება შენს ყოველდღიურ ჩვევად და ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისე მოსაწყენი, როგორიც მანამდე გეჩვენებოდა.