თავი 1
–ჯესი მორჩიი?
–კი, დე მოვდივარ.
ჩემოდანი ავიღე და თვალი მოვავლე ჩემს ოთახს. მომენატრებოდა. მაგრამ,
მიხაროდა რომ ამ ორ თვეს ძმასთან ერთად გავატარებდი, თუმცა ის 4 ყველაფერს
გამიფუჭებდა. ნეტა იცოდნენ, როგორ ვერ ვიტან.
–მომენატრები ჯესი.
–მეც, დედა.
–ლიამს მიხედე.
–რამდენადაც ვიცი, ჩვენს ვარსკვავლავს მომვლელი ჰყავს.
–ჯესიი!
–კარგი, მაპატიე.
–წესიერად მოიქეცი.
–ვეცდები. კარგად დე.
სახლიდან გამოვედი. ლიამი მანქანასთან მელოდა.
–ასე მალე მორჩი?
–ხო, მზად ვარ.
ჩასახუტებლად გავეშურე, მაგრამ ლიამი მანქანაში ჩაჯდა. ვერ ვხვდებოდი ასე
რატომ იქცეოდა, ყოველთვის ძალიან თბილი და მზრუნველი იყო, ახლა კი ცივი და
უხეში.
–ბიჭებს უნდა გავუაროთ.
–მოიცა, მაგათ მანქანები არ ჰყავს?
–ნუ.. კი ჰყავთ, მაგრამ ეზარებათ მანქანანებით წამოსვლა.
–სულელებთან ერთად ზარმაცებიც ყოფილან.
–ჯესი!
–კარგი ბოდიში, ჩუმად ვარ.
ბიჭების სახლთან მალე მივედით. ჟრიამულით გამოვიდნენ გარეთ. არ მესმოდა,
როგორ შეეძლოთ სულ ასეთი ჭკუამხიარულები ყოფილიყვნენ და სულ ეცინათ.
ჰარი: აუ, ლიამ იცი რა მაგარი გოგო ვითრიე.
ნაილი: ლიამ, სადმე მაღაზია შევიდეთ რაა. ჭამა ვერ მოვასწარი.
ზეინი: აუუ, მე კიდე თმის მუსი დამრჩაა. ხომ იცი მაგის გარეშე ვერ გავძლებ.
–უი ჯესი. აქ ხარ?–ძლივს გავახსენდი ლუისიტოს.
მე: როგორც ხედავ.
ლუი: რა გჭირს, რა სახე გაქვს?
მე: არაფერიც არ მჭირს.
ჰარი: ლიამ, ეს კიდევ ისეთი უჟმურია?
მე: უკაცრავად?
ჰარი: ისევ ისეთი უჟმურია თქო?
მე: უჟმურიც ხარ და უარესიც ჰაროლდ!
ლიამი: ჯესი!!
მე: ლიამ!
ლიამი: რა გთოვე.
მე:მაგრამ....
ლიამი: კარგი რა ჯესიი.
ჰარი: ჯესი კი არა, ჯესიკაა ეგ.
მე: შენგან განსხვავებით ჰაროლდ, მე ჯესიკაზე რეაქცია არ მაქვს.
ლიამი: ხო, უბრალოდ თმებში მწვდება ხოლმე.
მე:ლიამ!
ლიამი: მაპატიე.
მე: იდიოტი ხარ!
ლიამი: კარგი რა იყო. ბოდიში ჯესი.
მე: არ დამელაპარაკო.
იდიოტი, როგორ გაბედა და როგორ უთხრა. არა, შეცვლილია 180 გრადუსით.
მომენატრა ჩემი ძველი ლიამი, თან ძალიან. აიპოდი ამოვიღე და სიმღერების
მოსმენა დავიწყე, ამათ მოსმენას მაინც ხომ სჯობდა. სიმართლე რომ გითხრათ,
ჩემი ძმის არც ერთი ახალი სიმღერა არ ვიცი. იმ 4ის ხმა ნერვებს მიშლის და
საერთოდ არ ვუსმენ.
გზაში ალბათ ჩამეძინა. ვიღაცამ შემანჯღრია. ყურსასმენები მოვიძრე და თვალები გავახილე.
–რა ჯანდაბა გინდა ჰაროლდ?
–ნუ მეძახი ჰაროლდს! ჩავედით.
–შეგეძლო ცოტა ნელა შეგენჯღრიე, მეტკინა ხელები.
–არ გაიღვიძე და...
ჰარის დავუბღვირე და მანქანიდან გადმოვედი.
–მესმის, რომ ბიჭებს ვერ იტან, მაგრამ გთხოვ ცოტა ნორმალურად მოიქეცი.
–რატომ ჩურჩულებ? გეშინია არ გაიგონ არა? გაიგონ, დიდი ამბავი. თუ გინდა ოთხივე დამიყენე წინ და ვეტყვი რომ ვერ ვიტან.
–რა აუტანელი ხარ.
–ხო, შენი აუტანელი პატარა დაიკო ვიყავი. ასეთი ვარ, ვერ შევიცვლები.
–რას ნიშნავს იყავი? ხარ კიდეც.
–უკვე თავს შენს დათ აღარ ვგრძნობ.
–რა სისულეებს ბოდავ, ჯესიკა.
–აი კიდევ, ჯესიკაა, ჯესიკა, ჯესიკაა.. როდის მერე გავხდი შენი ჯესიკა?
–შენ რა ტირიი? დაწყნარდი.
ლიამი ჩასახუტებლად გამოიწია, მაგრამ სახლში შევვარდი. ჩემი ოთახი არც
ვიცოდი სად იყო, ამიტომ საპირფარეშოში შევედი. რა სულელი ვარ. ახლა ის
სულელები დაიწყებენ, რა გატირეებს, რა გჭირს, ვინ გაწყენინა და ა.შ. ვერ
ვიტან ვერც ერთს. მათი ბრალია ლიამის ასეთი ცვლილება.
–ჯესი, კარი გააღე. ლიამი ვარ.
–გადი. არავის ნახვა არ მინდა.
–გთოვ ჯეს, გააღე კარი.
–არა თქო.
–კარგი, მაშინ აქ დაგელოდები. ხომ იცი, არც მე ვარ ნაკლები ჯიუტი.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3