მინდა ყველას მოგილოცოთ ახალი 2015 წელი... ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის რაც მთავარია სრული პროგრესის წელი... მინდა ყველანი (რათქმაუნდა ვინც იმსახურებთ) იყოთ ბედნიერები.... ჯამრთელები.... სიხარულით აღსავსე... ხშირად იღიმოდეთ, გახსოვდეთ ეს მეორე საუკეთესო რამეა რაც ტუჩებს შეუძლია...და ყველას მინდა კეთილი მეგობრული რჩევა მოგცეთ: ნუ იტყვით რომ ამ წელს კარგი არაფერი მომხდარა რადგან თქვენ არსებობთ ეს უკვე კარგია გააჩნია ამ არსებობას როგორ გამოიყენებთ... ნუ იტყვით რომ 2014 წელი იყო ცუდი. თუ თქვენ ამ წელს არსსებობდით ამ წელს თუ ცხოვრობდით და სუნთქავდით გამოდის რომ ამ წელს ისე არ ჩაუვლია... გამოდის რომ უკვე კარგი წელი ყოფილა. გირჩევთ განთავისუფლდეთ ნეგატივისგან და პოზიტიური განწყობა შეიქმნათ... ნუ იტყვით რომ ამ წელს არ გაგიმართლათ რადგან თუ თქვენ გვერდით გყავთ საყვარელი ადამიანი ესეიგი თქვენ ძალიან გაგიმართლათ, რადგან მათ გარეშე უბრალოდ ვერ იქნებით ბედნიერები.... უბრალოდ ძალიან მარტივად უთხარით ღმერთს მადლობა იმისთვის რომ კიდევ ერთი წელი გავიდა და თქვენ ისევ არსებობთ.... ისევ ცხოვრობთ.. სინამდვილეში კი იცით რა არის ცუდი? ცუდია როცა დავიწყებას მიეცემი, როცა აღარავის მოაგონდები და ალბათ ჩემი ერთ ერთი შიში (ეროვნული გამოცდების შემდეგ :დ) სწორედაც რომ დავიწყებააა... შეიძლება მე დამივიწყოთ მაგრამ არ დაივიწყოთ ის სიტყვები რასაც ახლა კითხულობთ.... ყველაზე მთავარი პროფესიაა იყო ადამიან. ჩამოყალიბდე ადამიანად და სწორედ ამ პროფესიის ღირსეულად ტარებას გისურვებთ თქვენი სიცოცხლის ბოლომდე....მოკლედ მინდოდა მეთქვა მაგრამ მგონი არ გამომივიდა თუ არ დაგეზარებათ და ბოლომდე წაიკითხავთ ბოლო ფრაზებს ასე დავწერ : იყავით ბედნიერები ყველას წინაშე ეს კლავს თქვენს მტრებს და ახარებს თქვენ მოყვაარეებს!!! ყველა შეყვარებულს გირჩევთ ჩაკიდეთ ხელი თქვენს მეორე ნახევარს და არასდროს არ გაუშვათ ხელი სამუდამოდ ჩაიხუტეთ და მუდამ თბილად იქნებით არასოდესშეგცივდებათ.... ყველა შვილს გთხოვთ მოეხვიეთ თქვენს მშობლებს მოდით დღეს ახალ წელთან ერთად ჩახუტების დღეც იყოს!!! და ბოლოს მინდა მივულოცო ბიძაჩემს ჩემს ანგელოზს რომელიც ზეციდან დამყურებს... არ იფიქროთ რომ ვაზვიადებ უბრალოდ მართლა ძალიან მენატრება და მინდა თქვენ გითხრათ სანამ ერთმანეთი გყავთ ჩაეხუტეთ ერთმანეთს თორემ მერე ძალიან ინანებთ.... ძია გილოცავ ახალ წელს... ძალიან მიყვარხარ ჩემთვის მუდამ იარსებებ!!!
ხალხნო გილოცავთ.. მინდა ჩემ მილოცვაში ჩემი ემიგრანტი მეგობრებიც შემოვიერთო მაცი და თემო გილოცავთ ძალიან მენატრებით!!!! და რაც მთავარია ჩემს ოჯახის წევრებს ვულოცავ ყველანი მართლა ძალიან მიყვარხართ!!!!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 56