" – ეს ვისი ნაკვალევია უფალო?
– ეს შენს მიერ განვლილი ცხოვრების გზაა შვილო ჩემო!
– კი მაგრამ, ეს მეორე ნაკვალევი ვიღასია?
– ეს ჩემი ნაკვალევია, მე ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე შენთან ვიყავი!
– და მაინც მიგიტოვებივარ უფალო, ზოგჯერ სილას მარტო მიუყვება კვალი ჩემი...
– შენ ცდები შვილო ჩემო!.. მარტო მიმავალი კვალი ჩემია, შენი ცხოვრების უმძშიმეს წუთებში ხელში აყვანილი რომ დამყავდი!.. "
1956 წელს ბრიტანული სატვირთო გემი, რომელსაც პორტუგალიიდან მოჰქონდა ღვინით სავსე ბოთლები, მივიდა დანიშნულების ადგილზე შოტლანდიაში. ერთ-ერთი მეზღვაური შევიდა სატვირთო განყოფილებაში იმისთვის, რომ შეემოწმებინა არის თუ არა ყველა ბოთლი გადმოტვირთული. მეორე მეზღვაურმა, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა გარედან ჩაკეტა კარი. გამოკეტილი მეზღვაური ცდილობდა ხმა მიეწვდინა გარშემომყოფებისთვის და კარებსაც მთელი ძალით ურტყამდა, ამის მიუხედავად მისი ხმა ვერავინ გაიგო, გემი კი ისევ პორტუგალიაში გაემგზავრა.
მეზღვაურმა სატვირთო განყოფილებაში აღმოაჩინა საკმაო რაოდენობის საკვები, თუმცა მან იცოდა, რომ დაბალი ტემპერატურის პირობებში ის დიდ ხანს ვერ იცოცხლებდა. მან აიღო მეტალის ნაჭერი და მთელ თავის ენერგიას ხარჯავდ