გავალ უბანში, ჩამოვჯდები, ხალხი ბევრია,
"დღეს მე ვკისრულობ" დავიძახებ და ბირჟას დავშლი
მერე მახლობლად რესტორანში დიდ სუფრას გავშლი
ვერავინ მიხვდება მიზეზს ჩემი ხელგაშლილობის,
ზოგს დარდის ბრალი ეგონება, ზოგს შეშლილობის,
ბოლოს ავიღებ განსხვავებულს მოვითხოვ სიტყვას:
"იუბილარის სადღეგრძელო მინდა რომ ითქვას"...
ყველას სახეზე გაოცება დაეტყო თითქოს,
ვერაფერს მიხვდნენ ვერც ბედავენ რომ შემეკითხონ,
მომშტერებია დაბნეულად მე ბევრი თვალი, მათი მზერიდან ვხვდები "ნაღდად ვგონივარ მთვრალი"
მე კი ვაგრძელებ:
მას ერთი წლის წინ ამავე დღეს მოვხვიე ხელი,
დღეს დაიბადე მშვენიერო აბა რას ელი?
რასაც ინატრებ მას გაჩუქებ არ მიჭირს ფული,
მან კი ღიმილით ჩამჩურჩულა "მაჩუქე გული"
მე ვადღეგრძელებ ვინც ამ წუტში ჩემგან შორს არის,
თან ჩემი ჰქვია ამავედროს ჩემი არ არის,
ვისი ნებითაც დღეს ჩემს მკერდში გული არ არის,
და მაინც ჩემთვის მასზე კარგი არავინ არის...
ცოტა ხნის შემდეგ მე ავდგები და გარეთ გავალ,
ვიყიდი ვარდებს, 27ცალს ისევ ნამიანს,
ნაცნობ აღმართზე სიბნელეში ნელ- ნელა ავალ
და მივადგები ამ გზის ბოლოს, ღობეს ჟანგიანს...
კარებს გავაღებ თვალს მოვავლებ სულ ბალახია,
იმ ადგილს ვეძებ სადაც ჩემი გული მარხია,
და გავჩერდები ნაძვის ძირშ მე ერთ საფლავთან,
ვარდებს დავაწყობ ჩამოვჯდები საფლავის ქვასთან...
ხომ არ გეგონა დამავიწყდი ჩემო სიცოცხლე
ეჰ... რა უზომოდ მენატრები ნეტა იცოდე,
დაბადებისდღის მოსალოცად ამოგიარე,
გადაგიხადე... და იმიტომ დავიგვიანე..
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев