"არავითარი ილუზიებით თავს არ იტყუებდა და იცოდა , რომ რაც შეიძლება მაგრად უნდა ჩაბღაჭებოდა ცხოვრებას, რომ ცოტაოდენი რამ მაინც წაეგლიჯა ეგრეთწოდებულ ბედნიერებისათვის .მან ისიც იცოდა, რომ ბედნიერების ამ ნამცეცებში ორმაგი დასამმაგი ფასი უნდა გადაეხადა. ბედნიერება ყველაზე განუსაზღვრელი და ძვირფასი რამ არის ამ ქვეყნად."