მამამ მაშინ მიატოვა, როცა მომავალი მსახიობი სამი წლის იყო, მოგვიანებით ის ციხეშიც აღმოჩნდა ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით. რივზის დედა საცხოვრებლად ჯერ ავსტრალიაში გადავიდა, მერე კი, აშშ-სა და კანადაში, სადაც კიანუმ რამდენიმე მამინაცვალი ”გამოიცვალა”. საცხოვრებელი ადგილის ხშირი შეცვლის გამო, რივზი სკოლებსაც ერთი მეორეს მიყოლებით იცვლიდა, დისლექსიამ კი, უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა განათლების მიღებაში. ბავშვობაში ჰოლივუდის ვარსკვლავი ჰოკეისტობაზე ოცნებობდა, თუმცა ოცნების ასრულებაში მძიმე ტრავმამ შეუშალა ხელი.რივზის საყვარელი ქალი – ჯენიფერ საიმი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ცოტა ხნით ადრე კი, წყვილმა ბავშვი დაკარგა. მას შემდეგ კიანუს არავისთან ჰქონია სერიოზული ურთიერთობა. მისი საუკეთესო მეგობარი – რივერ ფენიქსი კი, ნარკოტიკების ზედმეტი დოზით გარდაიცვალა.როგორც ამბობენ, კიანუ ყოველთვის უარს ამბობს მსხვილ როლებზე, თუ მისი პერსონაჟი ზედმეტად სასტიკია. თავის დროზე კიანუმ საკუთარი ჰონორარი 2 მლნ. დოლარით შეამცირა, რათა ფილმში ”ეშმაკის ადვოკატი” ალ პაჩინოს მიეღო მონაწილეობა. მოგვიანებით იგივე გაიმეორა ჯინ ჰეკმანის როლზე დასათანხმებლად.კიანუს უმცროს დას ლეიკემია ჰქონდა. სწორედ ამიტომ გადარიცხა მსახიობმა ფილმში ”მატრიცა” მიღებული ჰოჰორარის სოლიდური ნაწილი ლეიკემიასთან ბრძოლის ფონდში. რივზს არ აქვს უზარმაზარი სახლი, არ ჰყავს დაცვა და მისი ნახვა ხშირად შეიძლება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რაც ძალიან განასხვავებს მას ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებისგან.ოთხი წლის წინ, კიანუმ პატარ კექსი და ყავა იყიდა და საკუთარი დაბადების დღე ტროტუარზე აღნიშნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მილოცვა – ეს რივზის კიდევ ერთი განმასხვავებელი თვისებაა – მას ყოველთვის შეუძლია შეხედოს საკუთარ თავს ირონიით.რივზი კომპლექსების გარეშე მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ყოველთვის უთმობს ადგილს სხვა მგზავრებს.დიდი ხნის წინ რამდენიმე ახალგაზრდამ კანონის დარღვევით ”იმოგზაურა” ლოს-ანჯელესის ცნობილ წარწერასთან Hollywood და უკან დასაბრუნებელ გზაზე შემთხვევით აღმოჩნდა რივზის ეზოში, სადაც მსახიობი საყვარელ მუსიკას უსმენდა და საკუთარ ბაიკთან ჩხირკედელაობდა. ახალგაზრდებმა მსახიობს გზა ჰკითხეს, რივზმა მიასწავლა და ბოდიში მოუხადა, რომ სამწუხაროდ ძალიან დაკავებული იყო და ვერ შეძლებდა მათ სახლში წაყვანას.”ფოტოს უფრო მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე ათასობით სიტყვას, რომლებიც მაინც არ იქნება მართალი. მე აბსოლუტურად ბედნიერი ადამიანი ვარ!” – აღნიშნა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2