ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია. დედა ერთია ვით მზის ამოსვლა. ვით უკდავება, დედა ერთია, და ქვეყანაზე ომის დაწყება ეგ იგივეა - დედას ესვრიან. ახალს ლანდივით შორდება ძველი, ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან, არ გაჩენილა დედის შემცვლელი, - სილამაზე და დედა ერთია. დედა ერთია ვით სინანული, ვით სისპეტაკე, დედა წრფელია, სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა მხოლოდ დედას თუ გაუბედნია. დედამ დათესა ეგ სილამაზე, დასაბამიდან რასაც ეტრფიან, ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი მართლა ერთია!
თუ დედა არ ხარ დედაშვილობის აზრს ვერ გაიგებ, ნათქვამს გონება ვერ აღიქვამს და ქარი წაიღებს. დედის ფიქრები ყველა ჩვენგანის კართან ჩერდება, დედის თვალებში ყველა შვილების დარდი ეტევა. დედაშვილობა მარადისობის არის ძახილი, დედაშვილობა ყველა სიკეთის სარკე, სამხილი, დედის ამაგი გადაუხდელი ვალი მარადი, შვილიდან შვილზე გადასული წმინდა სახადი
სიკეთე უსასრულოა, როგორც კაშკაშა მზე და მისი სხივები. მას საზღვარი არ აქვს, იგი ღვთისაგან ნაბოძები ნიჭი და მადლია მხოლოდ სიკეთით შეიძლება სვლა ყოვლის შემძლე მთის მწვერვალისაკენ. .იგი ღვთისაგან მოდის და ადამიანებში სახლდება. სიკეთე შემოივლის მთელდედამიწასდა მადლით სავსე კვლავ უბრუნდება უფალს.