ერთ დღესაც ჩემთვის სულერთი გახდა ვინ რას ამბობდა, ვის მოვწონდი და ვის არა; სულერთი გახდა ყველა ის ადამიანი, რომელიც წარსულში განცდილი იმედგაცრუების მიზეზი იყო... თითქოს თვალი ამეხილა და მივხვდი, რომ ყველა მტკივნეული გაკვეთილით ცხოვრება რაღაც ძალიან ძვირფასს გვასწავლიდა, ეს კი იმ ადამიანების დაფასება და მხარშიდგომა იყო, ვინც ამდენი ხანი ზურგი არ მაქცია; ვისაც ვუყვარვარ და მიუხედავად ბევრი უთანხმოებისა ან გაუგებრობისა, სხვა არ აირჩია.
ცხოვრებამ მიმახვედრა, რომ ხელი უნდა გავუშვა წარსულზე ფიქრებს და აწმყოთი ვისწავლო ცხოვრება; იმ ადამიანებით ვიყო ბედნირი ვინც ახლა მყავს და აღარც კი ვიფიქრო მათზე, ვისაც ოდესღაც ახლობლად ვთვლიდი.