დადგა ის ნანატრი დღე, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება. ეს რა თქმა უნდა, ეხება ელ კლასიკოს, მატჩი რომლის დროსაც მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა.
ბარსელონა-რეალ მადრიდ!
შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ამ მატჩს კრუიფისთვის ითამაშებს, ხოლო მადრიდი  შურისძიებისა და ''ლა ლიგი''-ს ცხრილში პირველი ადგილისათვის.
ფანები რას აღარ აკეთებენ, რომ ეს დრო როგორმე გაიყვანონ, შეგახსენებთ რომ მატჩი 22:30 საათზე დაიწყება. მინდა ჩემმა კატალონიელებმა გაიმარჯვონ.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ამ მატჩს საკუთარ კედლებში ატარებს და აქვე შემოგთავაზებთ საინტერესო ინფორმაციას:
1. „კამპ ნოუზე“ გამართული 85 შეხვედრიდან „ბარსამ“ 49 მატჩი მოიგო, 19 წააგო და 17 ფრედ დაამთავრა;
2. მიმდინარე სეზონში, როცა პირველმა „ბარსელონამ“ გაიტანა, გუნდს არცერთი მატჩი არ წაუგია;
3. დანი ალვესმა ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა „რეალის“ წინააღმდეგ - 26 (15 „ბარსას“ მაისურით);
4. ანდრეს ინეისტამ და სერხიო რამოსმა ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს „კლასიკოზე“ ორივე გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობიდან - 21-21. მესი მეორე ადგილს იკავებს, მან 19 მატჩი ითამაშა;
5. კრიშტიანუ რონალდუმ ორივე გუნდიდან, მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა, მის შემდეგ, ლუის სუარესი, კეილორ ნავასი და ივან რაკიტიჩი მოდიან;
6. რონალდუ ასევე არის საუკეთესო ბომბარდირი 28 გოლით, მას ლუის სუარესი და ლეო მესი მოსდევს;
7. „ბარსას“ ფეხბურთელები ასისტენტებში საუკეთესოები არიან. ლუის სუარესმა 12, ხოლო მესიმ და ნეიმარმა 10-10 საგოლე პასი გააკეთა. მათ რონალდუ, ბეილი და კოკე მოყვება 9 საგოლე პასით;
8. ნეიმარმა შექმნა ყველაზე მეტი შანსი გოლის გასატანად - 82, მას მოყვება მესი (55) და კროოსი(46);
9. „ბარსელონა“ „რეალს“ დაცვაში აშკარად ჯობნის. „ბარსამ“ 24, ხოლო „რეალმა“ 28 გოლი გაუშვა;
10. „ბარსელონამ“ მიმდინარე სეზონში კარი მშრალად 13-ჯერ შეინახა, „რეალმა“ - 10-ჯერ...
Visca El Barcaaa !!!
და ყველას მოგიწოდებთ, რომ ეს ფოტო დააყენოთ თქვენს პროფილზე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2