მეტიც,ეს არის კიდეც ესპანეთის ისტორია მას შემდეგ რაც ამ ქვეყანაში პირველად გააგორეს ბურთი და ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ პირველად კატალუნიის დროშები სწორედ "რეალთან" მატჩის დროს ააფრიალეს საკუთარ დროშებს მონატრებულმა ბარსელონელებმა.პრიმერადივიზიონის მატჩების გრაფიკს,რასაკვირველია,ასეთი სიზუსტით ვერავინ დაგეგმავდა და ეს უბრალო დამთხვევა იყო-დიქტატორ ფრანკოს სიკვდილის მეორე დღეს დანიშნულიყო თამაში ბარელონაში,"ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის.მატჩის წინა ღამეს კი,კატალუნიაში არ იყო ოჯახი,სადაც კატალუნიის დროშას არ კერავდნენ,რომელიც ფრანკოს სიცოცხლეში,უბრალოდ,იკრძალებოდა.კატალუნიურ ენაზე საუბარიც იკრძალებოდა,მადეიდის "რეალის" რეალური პატრონი კი,ათეული წლების მანძილზე,თვითონ ფრანკო იყო.ამიტომაც,ადვილი წარმოსადგენია,რა მონდომებით შეკერავდნენ კატალუნიურ ოჯახებში , დროშებს სწორედ იმ ღამეს,როცა დიქტატორი ფრანკო გარდაიცვალა და მეორე დღეს,ეს დროშები "ბარსელონას" ფეხბურთელევისათვის "რეალის" წინააღმდეგ საბრძოლველად როგორი სტიმული იქნებოდა.ის მატჩი მაშინ კატალუნიელებმა მოიგეს,მიუხედავად იმისა,რომ მაშინდელი "ბარსელონა" საკმაოდ სუსტი იყო და მადრიდელებს კი ამ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ჰყავდათ,მაგრამ ასი ათასი დროშის წინააღმდეგ ბრძოლა,მართლაც,ძნელი აღმოჩნდა."


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3