სატანამ ეშმაკების საყოველთაო კრება მოიწვია. თავის შესავალ სიტყვაში მან თქვა: „ჩვენ ვერ დავუშლით ქრისტიანებს იარონ ეკლესიაში, იკითხონ ბიბლია და ღმერთან კავშირი დაამყარონ. როგორც კი ისინი უფალთან მივლენ, ჩვენ მათზე გავლენას ვკარგავთ. დაე, იარონ თავის ტაძრებში, მაგრამ ჩვენ მათ დრო მოვპაროთ-მათი დრო! ასე რომ ისინი სულ დაკავებულები იქნებიან, ვერ გამონახავენ დროს ლოცვისა და სინანულისათვის და შესაბამისად ვერც ქრისტეს მიეახლებიან“.
„აი რა უნდა გავაკეთოთ,-თქვა ბოროტმა,- მთელი დღის განმავლობაში თქვენ მათ ხელი უნდა შეუშალოთ ღმერთთან დაახლოებაში.“
-„კი მაგრამ ეს როგორ უნდა შევძლოთ?“-
შესძახეს დემონებმა.
-„დააკავეთ ისინი წვრილმანებით, მოიფიქრეთ სხვადასხვა საშუალებები, რომ მათი გონება უაზრო საქმეებით იყოს