გინდა თუ არა, მაინც მოვა გულქვა ზამთარი. ვეღარ შეასწრებ მელნის ზღვაში... ქაღალდის ნავით ანუ – ზღვიანად, ნავიანად – გადასახლდები იქ, სადაც თოვლის მედიდური ერთფეროვნებით გადაშლილია ყველაფერი და კაცის თვალი, ნასროლ ქვასავით, იკარგება თეთრ სიჩუმეში... გინდა თუ არა, მაინც მოვა გულქვა ზამთარი.
ვისაც უკეთესი ბედი აქვს, ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და თუ მაინცდამაინც მოიწადინებს, შეუძლია ნადირადაც იქცეს -ამით ქვეყანას ბევრი არა დააკლდება რა. ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული. ჩვენში ყოველმა კაცმა საქართველო თავისი ზურგით უნდა ზიდოს.
ჯემალ ქარჩხაძე..
ფერს იცვლის სახლი,
ფერს იცვლის ღელე,
ფერი იცვალა
ჩემმა ბავშვობამ,
ფერი იცვალა
წყალმა და ღვინოდ
ჩამოარიგეს
სუფრის გარშემო...
ნაბიჯების ხმა
გამოსცემს---ამინ!
და ანგელოსთა ქორო
უგალობს...
ფერს იცვლის დრო
და ყოველი წამი,
ადევნებული
შენს ხმას უფალო,