დღეს განსაკუთრებული დღეა, მას მიტევების კვირა ეწოდება, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთია. დღევანდელ დღეს ყოველი მართლმადიდებელი მორწმუნე უფრო ღრმად იხედება თავის სულში, უფრო ცხადად ხედავს თავის ცოდვებსა და ნაკლს და შესთხოვს უფალს, რომ სულიწმიდა გადმოვიდეს მას ზედა და ძალი მაღლისა ჰფარვიდეს, რათა სულიერად განიწმინდოს. ეს დღე წინა დღეა დიდი მარხვისა, რომელიც სწორედ სინანულისა და სულიერი განწმენდის მარხვას წარმოადგენს.
მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დააწესეს ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა. ამ დღეს ბერები ერთმანეთისაგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობელთა გალობით გადიოდნენ, რადგან არ იცოდნენ მშვიდობით დაუბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებს
დღეს შეუნდობელ
"გზაში მათხოვარმა ხელი გამიწოდა,დამეხმარეო მთხოვა, ბინძურსამოსში თავი ჩამალა და თხოვნას მოაყოლაოხვრა. მცივა ვკანკალებო,მშია მაჭამეო,იქნებ არ დაგრჩეო ვალში, ზურგს ნუშემაქცევო, ოჯახს მილოცავდა, თვალს არმისწორებდა თვალში. მე კი უტიფარი მზერაგავაყოლე, გულზე არ დავუშვი თხოვნა,რადგან ძნელი არის ამდენ მათხოვრებშინამდვილ მათხოვარის პოვნა, მერეეკლესიის ხატებს მივაშურე, ლოცვასვჩურჩულებდი გულში, უცებ უხილავი ხმებიშემომესმა, რაგაც ჩამჩურჩულეს ყურში.უფლის ხელი ვიგრძენ მხრებზე შემეხო დაშიში შემეპარა ხმაში, შენ რომ იმ მათხოვარსთვალი აარიდე, ის მე ვიყავიო მაშინ. გულიშემეკუმშა, სული დამეხშო და სისხლიგამიჩერდა ძარღვში. ასე გამომცადა გზაშიუფალმა და ცოდვა დამანახა წამში"..