ელჯერნონი მოკვდა. მარტის თვეში მოკვდა ელჯერნონი. ელჯერნონი დამარხეს. ოცდაცამეტი წელი იცხოვრა ელჯერნონმა ერთი ქალაქის ერთ სახლში, ბევრი არაფერი უნახავს, ბოლო ცამეტი წელი ისედაც ვერ ხედავდა ვერაფერს. ერთ რამეში მაინც გაუმართლა, ბრეილის ანბანი აითვისა და წიგნების კითხვა შეძლო-ეს კარგია. თავისი ცხოვრებით ცხოვრებას თითქმის ვერასდროს ახერხებდა... არა! ერთხელ მოახერხა და ბიბლიოთეკიდან წიგნი მოიპარა... მაინც ვერ წაიკითხა, მაშინ უკვე უჭირდა კითხვა. არა, ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი, ის თქიღბლიანი სიკვდილი ჰქონდა ელჯერნონს, ყველა კი არ კვდება stairway to heaven-ის ფონზე, წიგნით ხელში. ვერ გეტყვით, რომ მაინცდამაინც ზუსტად მიხვდა, რომ გარდაიცვალა. ლინდგრენი ძალიან უყვარდა, ამიტომ ზევით, ნანგიალაში გაემგზავრ
შენ აღარ ხარ... მე შემიძლია შენ გარეშე არსებობა, მაგრამ არა ცხოვრება... ხანდახან მიხარია, ხანდახან ვტირი.. თუმცა დღეები აღარ არის ისეთი როგორიც ადრე იყო.. განცდები თვლემს... შენ არ ხარ
არ ვიცი ახლა ზუსტად რა დროა,
დღეც კი არ ვიცი, გარეთ დარია,
გულში კი ფურცლებ ამოგლეჯილი
მხოლოდ იანვრის კალენდარია.
მთრგუნავს სარკეში ჩემი ცვლილება
ზოგჯერ ხომ ხდება,
რომ შენ-შენ არ ხარ
და თითქოს ყურთან ვგრძნობ როგორ სუნთქავ
და თითქოს სადღაც კეფასთან დგახარ.
და ვტრიალდები მსგავსად ფაშისტის,
ხელგაწვდენილი
და თითქოს მავთულს
ვხლართავდე რამე დიდი საქმისთვის
ვიწყებ ხელების ჰაერში ფათურს.
თითქოს და თითქოს მე ამდენ თითქოსს,
ვუძლებდი დღემდე მშვიდი, მდუმარე,
შენ კი კრუბერის უფსკრულად იქეც
რომელსაც გვერდი ვერ ავუარე..
ჩემზე უკეთესს ანდაც უარესს
ვწერ მემუარებს.. ვწერ მემუარებს...
ამეკვიატა ოცდამესამე... ოცდამესამე, ოცდამესამე...შენ ჩამიარე ისე ამაყად ჩამიარე და არ მომესალმე
და მე ვიდექი დოჩანაშვილის როგო