ღმერთო, ცდუნებისგან ყველა დაიფარე, შეცდომებისაგან ვინ ვართ დაზღვეული, ვინ იცის, ნიღბებს როდის ავიფარებთ, ან როდის ვიქნებით გრძნობებარეული? ნეტავი გვაცხოვრა ისე ბედნიერად; გზაზე ჭიანჭველას ფეხს არ ვაბიჯებდეთ და თუ უნებურად ვინმეს ვაწყენინებთ, მერე სინანული აღარ გვაძინებდეს. და თუ შეცდომისთვის მაინც გავიწირეთ, სინდისი იყოს თვით ჩვენი დამსჯელი; ისეთ დანაშაულს ნუ ჩაგვადენინებ, ღირსი რომ არ გავხდეთ კაცური სასჯელის.