საჭირო მასალა:
3 კვერცხი;
3 ს/კ შაქარი;
1 ს/კ ცივი წყალი;
1 სავსე ჩ/კ თაფლი;
5 სავსე ს/კ ფქვილი;
დაახლოებით ნახევარი ჭიქა ნებისმიერი ხილის ჯემი.
მომზადების წესი:
3 კვერცხის ცილას დავამატოთ 1 ს/კ ცივი წყალი და გავთქვიფოთ კარგად, ნელ-ნელა დავამატოთ 3 ს/კ შაქარი,შემდეგ კვერცხის გულები,1 ჩკ თაფლი და ბოლოს ხის კოვზით ფრთხილად შევურიოთ 5 ს/კ ფქვილი.
საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი,წავუსვათ ცოტა ცხიმი და მასზე მოვათავსოთ ცომის მასა, გადავასწოროთ ზედაპირი და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე.
დაახლოებით 8 წუთში გამომცხვარია.
გამომცხვარ ბისკვიტს თავზე დავაფაროთ სველი ტილო და გადმოვაბრუნოთ ფრთხილად. ავაცალოთ საცხობი ქაღალდი და გადავუსვათ თხლად ნებისმიერი ხილის ჯემი. შემდეგ ტილოს დახმარებით გადავახვიოთ რულეტივით.
თავზე მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 140