საჭირო მასალა: ცომისთვის-4 კვერცხი,1 ჩ/ჭ შაქარი, 1,5 ჩ/ჭ ფქვილი, 200 გრ არაჟანი ან მაწონი, 1 ჩ/ჭ შესქელებული რძე (ე.წ. სგუშონი, მოსახარში), 2 ს/კ კაკაო, 1 ს/კ უნალექო ყავა, სოდა- ძმრით, ვანილი გემოვნებით.
კრემისთვის: 200 გრ კარაქი, 0,5 ქილა შესქელებული რძე (მოსახარში), 2 ს/კ კაკაო,ვანილი.
კვერცხის და შაქრისგან გააკეთეთ გოგლი-მოგლი, შეურიეთ ფქვილი და მიქსერით კარგად გათქვიფეთ. დაუმატეთ შესქელებული რძე,კაკაო,უნალექო ყავა,მაწონი+სოდა/ძმრით, ვანილი და კარგად აურიეთ ხის კოვზით,ერთი მიმართულებით ნელა აურიეთ. გაყავით ორ ნაწილად ცომი და მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში,შედგით გახურებულ ღუმელში და გამოაცხეთ დაახლოებით 40 წუთით.
კრემის მომზადება: კარგად ათქვეფილ კარაქს შეურიეთ შესქელებული რძე,კაკაო, და ვანილი.კარგად ათქვიფეთ. კრემი შეგრილებულ ცომს გადაუსვით და მოასხით შოკოლადის მინანქარი. ძალიან გემრიელი ნამცხვარი გამოდის.
გემრიელად მიირთვით .......
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 76
rogorc weria