დღევანდელი სახარება (მათ. 18,23-35) გვასწავლის თანანადებთა მიტევებას. ყური დავუგდოთ უფალს და მოვინდომოთ მისი ამ წმინდა მცნების აღსრულება. რატომ განსაკუთრებით ამ მცნების? იმიტომ, რომ ეს არის გადარჩენისკენ მიმავალი უმოკლესი და ყველზე საიმედო გზა. გსურს ცხონება – მიუტევე ყველას ყველაფერი და გადარჩები, რადგან უფალი ბრძანებს: "უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან" (მათ. 6,14). და ვისაც ცოდვები მიეტევება, მან მეტი რაღა უნდა ინატროს? წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაჲ, არცა არს პირსა მისსა ზაკუვაჲ" (ფსალმ. 31,1-2).