მილიონ ”მეგობარს” ერთი ნამდვილი და უკვე გამოცდილი მეგობარი ჯობია...არ ღირს ადამიანების გაიდეალება, ასეთები არ არსებობენ, თავიდანვე ვიტყუებთ თავს...მივხვდი, რომ არ ღირს ყველას ენდო, მხოლოდ ერთეულების ნდობა შეიძლება... ყველას ფეხებზე კიდია ყველა, გარდა საკუთარი თავისა... მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უკეთესია მეტი კეთილსინდისიერება და ნაკლები წარმატება, ვიდრე პირიქით...მივხვდი, რომ თუ მოინდომებ ყველაფერს შეძლებ, შეუძლებელსაც...არ ღირს უანგაროდ ადამიანებს თუნდაც ერთი წამი დავახარჯოთ, მერე ვალდებულად გთვლიან...პრინციპულობა კარგია, მაგრამ რაღაც-რაღაცეების გამო მისი დათმობა მაინც ღირს...ადამიანებს ისე უნდა მოექცე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ და მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ისე მოგექცევიან, როგორც მათ უნდათ...მივხვდი, რომ ყველა ფიქრობს იმაზე, თუ რას იტყვიან სხვები, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა უარყოფს ამას...ცუდი ადამიანები უფრო ბევრნი არიან, ვიდრე კარგები, მაგრამ ასეთები ნამდვილად არსებობენ და არც ისე ცოტა, როგორც წარმოგვიდგენია...მივხვდი, რომ ტკბილ ტყუილს მწარე სიმართლე ჯობია...მივხვდი, რომ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანია... ყველაფრის პატიება შეგიძლია, თუ ძალიან გიყვარს ადამიანი, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს მას შენთან მიმართებაში.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев