სფფ-ის სადისციპლინო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის პრობლემურ მატჩებთან დაკავშირებით დღეს იმსჯელა.სადისციპლინო საკითხთა კომიტეტმა განიხილა ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის გუშინ გამართული მატჩი და დაადგინა:სადისციპლინო კოდექსის 105-ე, 106-ე 113 -ე , 114 -ე და 115-ე მუხლების დარღვევისთვის სკ. „ტორპედოს “განესაზღვროს ფულადი ჯარიმა 18 300 ლარის ოდენობით, ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია(მიმდინარე ჩემპიონატში დარჩენილი ყველა საშინაო შეხვედრა) ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს (ს/კ „ტორპედო“ საშინაო მატჩებს ნეიტრალურ სტადიონზე გამართავს) და ტექნიკური წაგება 0:3 ანგარიშით „დინამო“ თბილისის სასარგებლოდ.სკ „დინამო“ დაჯარიმდა 800 ლარის ოდენობით, დინამოელთა გულშემატკივრების მიერ ქუთაისის ცენტრალური სტადიონის სკამების დამტვრევისა და მოედანზე გადმოყრის გამო.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 28