ახლა ჩემთვის ვზივარ ოთახში და ისე მომენატრე, ისე. . . ახლოს, რომ მყავდე ჩაგიხუტებდი, "ჩაგისკუპდებოდი" კალთაში, მოგეკვრებოდი გულზე და ხელს არ გაგიშვებდი. დე ნეტა ისევ პატარა ვიყო. . . კაბის კალთაზე გამოგეკერებოდი, უფრო დიდხანს ვიქნებოდი შენთან, ნერვებსაც აღარ მოგიშლიდი და გულსაც არ გატკენდი ჩემი უსაქციელობით. . . შენი თვალის მარგალიტებს გავუფრთხილდებოდი დე. . . დე დამაბრუნე რა ბავშვობაში. . . რადგან, მაშინ, მხოლოდ, სიცელქისგან ნატკენი მუხლი მტკიოდა ახლა კი. . . ახლა ჩემთან ერთად ტკივილებიც გაიზარდნენ და. . . . დე, ნეტა ახლა გვერდით მყავდე, გამოგზაურებდი ჩემს უფერო სამყაროში და დილას შენით გავიფერადებდი. . დე, იცი. . . ახლა ისე ცარიელი ვარ, გვერდით, რომ მყავდე მაგრად ჩაგეხუტებოდი, ღრმად ჩაგისუნთქავდი და სხეულს შენით ავივსებდი. . . დედა. . . მომენატრე. . . იცი?((((
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев