Предыдущая публикация
დაგვეხმარე განსაცდელების გადალახვაში და მუდამ გაგვინათე წინ სავალი გზა. დაგვლოცე ღირსო ბერო გაბრიელ და განკურნე ყოველივე ჩვენი უძლურებანი სნეულებანი და დაამკვიდრე შენი მადლი შორის ჩვენდა
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 10
ვიქმნი სამყაროს სადაც ფერებს ვიხამებ სულზე,
ვაშენებ კედლებს გადაულახავს,
რომ ვეღარ მომწვდნენ, ვერ შემეხონ ტალახიანი ხელებით და
ვერ შემდგნენ გულზე...
მატყუარა ვარ, ვინიღბები ათასი ნიღბით,
მაშინ როდესაც თვალებს ვმალავ გამცემენ რადგან
სულის საჭურჭლედ მქცევიან და
ათასი ჭირის ფიქრის და დარდის დასტყობიათ უღმერთო დაღლა...
მატყუარა ვარ სულ ვამბობ რომ ესეც გაივლის,
თავად არ მჯერა ჩემი თავის, ვაჯერებ მავანს,
და როგორც წესი შეგროვებულ ტყუილებს მერე
ღამეს ვუყვები და ვაბარებ თითქოსდა თავანს...
მატყუარა ვარ და სიჩუმეს ვსწავლობ გრძნობებზე,
რომელთაც ერთ დროს ხმაურები მოჰქონდათ ჩემში,
ყველაფრისაგან გადაღლილი ვეძებ სიმშვიდეს,
უფრო ხმაურს მოწყურებული...
და ზუსტად ვიცი რომ სწორედ ეს სიმშვიდე შემშლის.
წმ.იოანე ოქროპირი
"არ შეიძლება ხატს სახეზე ემთხვიო, ჩარჩოზე რომ ემთხვიო მორიდებულად, ისიც საკმარისია. სასოება უნდა ხატებთან ურთიერთობას, არ უნდა ბევრი კოცნა. უნდა მიხვიდე სიყვარულით, გულით და სასოებით. გადაჭარბებული ღმერთს არაფერი უყვარს"
"შენ უფალმა მართლმადიდებლად გაგაჩინა, მთავარია შენ მტკიცედ იდგე შენს სარწმუნოებაზე, არ ცდუნდე. სხვა აღმსარებლობის ადამიანი ცხონდება, თუ არა, იმათ უფალი მიხედავს"
"ადამიანი ისე უნდა ამხილო, რომ გული სიყვარულით გქონდეს სავსე"
"ცხოვრებაში ისეთი ცოდვა არ არსებობს, რის შენდობაც უფალს არ შეეძლოს აღსარება-ზიარების გზით"
"უტიფარია ადამიანი, ვინც თავის ცოდვებს ვერ ხედავს და თავი მოაქვს. ყოველი ამაყი და ამპარტავანი გულითა, საძაგელი არს უფლის წინაშე"
"თუ არ დაეცი, ღვთის ძალას ვერ შეიცნობ. მე რომ ცოდვილი არ ვიყო, ცოდვილებს რა შემაყვარებდა"
"მაცხოვარს არ უვლია ზანზალაკებით და ხალიჩებზე. დეკორაცია ეზიზღება ღმერთს. ქრისტე უბრალო იყო, ერთი პერანგი ეცვა ღვთისმშობლის მოქსოვილი"
&...Ещё.მამა გაბრიელის დარიგებები

"ქრისტიანს წუწუნი არ შეჰფერის, რადგან ქრისტემ პირველმა გაიარა გზა დამცირებისა და შემდეგ ამაღლებისა, ეს ყველა მისმა მიმდევარმა უნდა იცოდეს"
"ჯერ უგუნური უნდა იყო, რომ მერე ბრძენი გახდე"
"ღმერთი არ იძლევა დიდი ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშე. ღმერთო ყველა იმ ზომით მოგვივლენს განსაცდელს რისი ატანაც შეგვიძლია, შესაბამისად გვეძლევა ღვთის მადლიც"
"ილოცეთ ყველასათვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს"