Захватывающая игра в жанре "3 в ряд". Вас ждут незабываемые приключения, увлекательные уровни и интересные задания. Найдите сокровища в разных уголках мира - станьте известным пиратом!
მე ახლა მივხვდი რატომ სვამენ ღვინოს კაცები,
თუთუნის კვამლში რად აქრობენ მზერას დარდიანს.
შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის,
გააბოლებენ და ბახუსის ფრთებით დადიან.
მომეცით ღვინო, მინდა ვიგრძნო ძალა ამ ღმერთის,
თუთუნის კვამლში იქნებ ღამე გამათევინოთ.
დამალევინეთ, გევედრებით, მაგრამ არც ერთი,
მაგრამ არცერთი სადღეგრძელო არ მათქმევინოთ.
მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს
და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით,
შენი სიცოცხლის სადღეგრძელო უნდა დავლიო
და შენი სული შევისუნთქო რუხი კვამლივით.
ღვინოს არა ვსვავ და დავდივარ მე როგორც მთვრალი,
ჩემს ლოთობაშიც, უნებურად მიგიძღვის ვალი,
ალბათ , ამაყობ, გააგიჟე პატარა ქალი,
იმ ქვეყანაზეც თან გაგყვება შენ ჩემი ვალი...
მე ახლა მივხვდი რატომ სვამენ ღვ