https://www.youtube.com/watch?v=tvClKCPzRQg
 ღმერთო, როგორ მიყვარს!
როგორ ვაპატიო?!
სიყვარული გულში
როგორ დავატიო?!
როგორ ვუთხრა სიტყვა?
ხმას ვერ ამოვიღებ!
უკვე ნათქვამ სიტყვებს
უკან წამოვიღებ.
მერე გავიქცევი,
გადავიკარგები,
მაგრამ მის გარეშე მე დავიტანჯები.
ვეღარ გავიღიმებ,
მისგან შორს ვიქნები,
ჩემს თავს დავიტირებ,
მკვდრად რომ ჩავითვლები.
სახეს დავიკაწრავ,
თვალებს ამოვითხრი,
რამდენჯერ უყვარდა ამას გამოვითვლი.
ყვირილს დავაპირებ,
კვლავ შენ დაგიძახებ.
ალბათ, გაგაკვირვებ,
ჩემსას გავინაღდებ.
მე რა გავაკეთო,
ცრემლებს ვერ ვუშველი..
გული გადავკეტო?
გულია სულ შენი.
მწარე ემოცია,
ფიქრი საშინელი,
ტანჯვა არსებობის,
ჯერაც ბავშვი ველი.
სისხლი გამეყინა,
გული ამითრთოლდა,
უნდა დამეყვირა,
ყელში გამითოვდა.
ფიქრი ფიქრად დარჩა,
თქმა ვერ მოვახერხე.
ჩემი სიყვარული
ხო, შენ შეაფერხე.
წამიც გაიყინა,
თვალი შეგატოვე,
თითქოს მე მიყვარდი,
ბოლოს მე დაგტოვე.
მაგრამ სიყვარული იცი რა ძნელია?
იცი, არ აგცდება ის, რაც გიწერია.
აზრი გამეფანტა,
გული შენთან იყო,
როცა დაგინახე წვიმამ გადაიღო.
სულად სული დავრჩი,
მაგრამ შევიცვალე,
თხუთმეტი წლის ბავშვი
რად არ შემიწყალე..
მაინც გიყურებდი,
მაგრამ დაგივიწყებ,
მწარე მოგონებებს თბილად შემოვიცმევ,
ტკბილად გაგიღიმებ,
ცრემლად მეპარები..
გეტყვი, არ მიყვარხარ,
მაგრამ მეყვარები!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 4
რომ გაგახსენდი, ნეტავ რა მოხდა?
მოდი, მაშ, მოდი, ხომ გაგახსენდი,
მოდი და ნახე – სული ამომხდა.
ნუ გამაწვალებ, ნუ გამაწვალებ,
სულ არ მოხვიდე, თუ გამაწამებ....
განა არ იცი, უშენოდ ყოფნით
გულს რაოდენი ოხვრა აღმოხდა?!
ნეტავ რასა იქმ, რას საქმიანობ,
ან ვის მოუხმობ, ან რას ხმიანობ?
რაც შენ დადუმდი, რა დრო გავიდა....
ჰოი, რამდენი ხანი გამოხდა.
ფრთები დაკეცეთ, დაბლა დაეშვით,
გარს ნუ მეხვევით მწველი კაეშნით,
ჩემო ფიქრებო, წადით, გამშორდით,
თორემ ეჭვებით გული აოხრდა.
ჯერ იყო - მრავალს რასმეს დამპირდა,
მერე ერთბაშად გამინაპირდა,
ჯერ სიყვარულის ვალი დამდო და
აღარ მაცალა მერე ვალმოხდა.
გამინაპირდა, მარტო დამტოვა,
ნეტავ ვინ ჰპოვა, ნეტავ რა ჰპოვა,
ჩვენი ტრფობა რომ გადაივიწყა
და სიყვარულის ხე რომ ჩამოხმა?!
სატრფოვ, ო, სატრფოვ, გაფიცებ უფალს -
ამგვარი ლექსი შენთვის ვის უთქვამს?
შენს სიამაყეს დაუდე ზღვარი!....
მოდი! კვლავ მინდა ლექსის აღმოთქმა.