Предыдущая публикация
გინდა იტირო რომ დარდისგან გული დაცალო...
ძნელია როცა მონატრებით გინდა იყვირო
მაგრამ ჩუმად ხარ... ამჯობინებ უხმოდ იფიქრო...
ძნელია როცა ყოველ ღამით სიზმრებში ხედავ
და ამ სიზმარშიც მიყვარხარო თქმასაც ვერ ბედავ...
მართლა ძნელია სიყვარული გულში ჩაიკლა
არავის უთხრა...რომ სიწმინდე მისი დაიცვა...
ძნელია თურმე ღიმილით რომ სევდას მალავდე
თვალებზე მომდგარ ცრემლებს ჩუმად, უხმოდ ყლაპავდე....
ძნელი ყოფილა ყველა გრძნობის გულში დატევა
დევნა ოცნების როცა იცი ის არ ახდება....
ძნელია თურმე, ძნელი სუნთაქვაც იმის გარეშე
ვისაც გული და გონებაც კი ერთად აღმერთებს.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 8
დევნა ოცნების როცა იცი ის არ ახდება....
ძნელია თურმე, ძნელი სუნთაქვაც იმის გარეშე
ვისაც გული და გონებაც კი ერთად აღმერთებს.
მახსოვს რომ სიყვარულს მოვყევი შენამდე.
რამდენხანს ვიდექი მდუმარედ შენს წინ და
გულწრფელი გრძნობები ვერაფრით ვერ განდე.
ვინ ვარ და ქალი ვარ საბრალო, შეშლილი.
სიყვარულს გაფიცებ არ მკითხო-რა მინდა.
უბრალოდ ამას გთხოვ... მაცადე მიყვარდე,
რომ შენით დავიწყო სიცოცხლე თავიდან.
დაგთმე! იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ.
დაგთმე! იმიტომ, რომ ვიცი გიყვარვარ.
დაგთმე! იმიტომ, რომ ყველგან მეძებდე
და სადაც წახვალ, გაკლდე ყოველთვის.
სხვასთან შეხვედრამ დაკარგოს ხიბლი
და ჩემთან ყოფნის ყოველი წამი,
დათვალო მისხლით.
დაგთმე! იმიტომ, რომ ჩემს ოთახს ავსებ.
და, როცა ძილი თავისთან მიწვევს,
შენ მირაჟში ჩამომჯდარი
თავსასთუმალთან, მიკოცნი თითებს.
დაგთმე! იმიტომ, რომ ასე ძალიან
ერთმანეთს ვგავართ.
ის კი არა და ეგ თეთრი კანი,
წითური თმები და ტვინის წყობა
ერთმანეთისგან ასე შორს მყოფნი
და მაინც ნდობა
ყველა მზერაში სიმართლე
და კოცნის წყურვილი
გზები ცალ–ცალკე,
ერთმანეთით გადაბურული.
დაგთმე! შენთვის, რომ ყველა წამი
მონატრების წამად მექცია,
რომ ცრემლი სისხლად გარდაქმნილი
აქ დაგექცია,
რომ შენს ფიქრებშიც არ იყო სხვასთან,
რომ ჩემთან ყოფნის ყოველი წამი,
ჩაგრჩეს კადრებად.
და სულ ფიქრობდე: “სხვა არავინ შემიყვარდება!“
დავთმე! ჩემი უუფლებო სიყვარული,
გთხოვ, მაპატიო!
უცნაური ჩემი სიგიჟე,
ჰოო, ამ წერილის ადრესატი არის ცოდვები,
დღეს ნაცრად ვაქცევ,
ნიღბებივით აკრულ იმიჯებს,
ფიქრებში, ...Ещёდაგთმე
დაგთმე! იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ.
დაგთმე! იმიტომ, რომ ვიცი გიყვარვარ.
დაგთმე! იმიტომ, რომ ყველგან მეძებდე
და სადაც წახვალ, გაკლდე ყოველთვის.
სხვასთან შეხვედრამ დაკარგოს ხიბლი
და ჩემთან ყოფნის ყოველი წამი,
დათვალო მისხლით.
დაგთმე! იმიტომ, რომ ჩემს ოთახს ავსებ.
და, როცა ძილი თავისთან მიწვევს,
შენ მირაჟში ჩამომჯდარი
თავსასთუმალთან, მიკოცნი თითებს.
დაგთმე! იმიტომ, რომ ასე ძალიან
ერთმანეთს ვგავართ.
ის კი არა და ეგ თეთრი კანი,
წითური თმები და ტვინის წყობა
ერთმანეთისგან ასე შორს მყოფნი
და მაინც ნდობა
ყველა მზერაში სიმართლე
და კოცნის წყურვილი
გზები ცალ–ცალკე,
ერთმანეთით გადაბურული.
დაგთმე! შენთვის, რომ ყველა წამი
მონატრების წამად მექცია,
რომ ცრემლი სისხლად გარდაქმნილი
აქ დაგექცია,
რომ შენს ფიქრებშიც არ იყო სხვასთან,
რომ ჩემთან ყოფნის ყოველი წამი,
ჩაგრჩეს კადრებად.
და სულ ფიქრობდე: “სხვა არავინ შემიყვარდება!“
დავთმე! ჩემი უუფლებო სიყვარული,
გთხოვ, მაპატიო!
უცნაური ჩემი სიგიჟე,
ჰოო, ამ წერილის ადრესატი არის ცოდვები,
დღეს ნაცრად ვაქცევ,
ნიღბებივით აკრულ იმიჯებს,
ფიქრებში, მაინც შენს სუნთქვასთან
გადმოვცოცდები,
მერე სიზმრებში ერთად ვნახავთ
შავ–თეთრ სამყაროს
და დავიწყებით მეათასედ
ისევ თავიდან,
ღამეს მოუნდა, წლების მტვერი შემომაყაროს
და საჭორაოდ უკარება მზესთან წავიდა,
აქ დაჭმუჭნული ნაწერების
ქაოსი მეფობს,
ზოგი დავხიე, ზოგი ალბათ მაინც გადარჩა,
მეგონა, ღამეს არავისთვის
გავტეხდი ერთ დროს,
იმ ძველ ვენებში,
ერთი წვეთი სისხლიც არ დარჩა,
რა სიბნელეა?! სანთელს ვანთებ
აუუ, ვინა ხარ?!
შენი პორტრეტი ავაკარი, დაორთქლილ სარკეს,
უცებ მომინდა, წავაწერო კედელს “მიყვარხარ!“
შალმოხვეული უჯრა–უჯრა დავეძებ მარკერს,
იქნება გესმის მე, რომ ვწერ და გეძახი “ჩემო!“
რამ დაგაძინა თუ ეს ღამეც არის თვალღია,
კარზე კაკუნი, ფეხშიშველი გავრბივარ “შემო!“
ჩვენი დამტევი, გალაქტიკის მთელი თაღია
შენ შემოდიხარ, არ გელოდი,
ოდნავ იბნევი,
ძირს მოფენილი ნაწერებიც, ვეღარ დავხიე,
ბოლო სტრიქონსაც მივაწერ
და დაგიბრუნდები,
მე ეს ბოდვები, სუროსავით შემოგახვიე.....