სიყვარულზე ვეღარ გეღიღინები,
ლექსებს თითქოს აღარ ააქვთ გრძნობა.
გული ისე გაიყინა თითქოს, სიყვარული სამუდამოდ მოკვდა.
რა ძნელია როცა გინდა,ისევ
დაიბრუნო ის ბავშვური ტრფობა,
მაგრამ რაღაც შეიცვალა შენში,
ალბათ ის დრო აღარასდროს მოვა.
სიყვარულზე ვეღარ გეღიღინები,
ჩემს თვალებში სიხალისე მოკვდა,
რომ იცოდე როგორ ვნანობ დაკარგულს
თუმც არ ვეძებ აღარ მინდა პოვნა.
დღეს ცხოვრებას აღარ ვიწყებ თავიდან
და ის ძველი იარებიც მორჩა
სიყვარულზე ვეღარ გეღიღინები
ყველაფერს აქვს დასასრული,მორჩა.
მაკა თათელიშვილი