Предыдущая публикация
გული მარტოობამ გადაღალა
ცაზე ვარსკვლავები ერთად ვთვალოთ
მოვყვეთ სიყვარულის ანა-ბანა
თორემ ამ საწუთრომ ულმობელმა
ისე ააჩქარა ნაბიჯები
წლები ფიფქებივით გვადნებიან
ნეტავ ამ სიშორით რად ვისჯებით
ორი იანვარი გათენდება
მარტო გადავივლი ისევ ფერდობს
უკეთეს რას შევთხოვ ბედის მწერალს
სახლში დაბრუნება დამებედოს
ნატვრის ასრულების წელი იყოს
მშვიდობის დღეები დაგვებედოს
მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს
მხოლოდ სიყვარული დაგვებედოს
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев