- როდის ჭირვეულობს ქალი?!..
- როცა მოაკლდება სითბო!..
არ სურს ბრილიანტი,ლალი-
ქალი ყურადღებას ითხოვს!
ქალი სამუდამოდ ნორჩი,
სულში ყვავილივით ნაზი...
მეტი სიყვარულით მოსდის,-
ცოტა ბუზღუნი და ბრაზი...
არვის ჩაახედებს გულში,
თუკი არ მიენდო სრულად.
ქალს ხომ დავიწყება უჭირს...
დარდი უხორცდება რთულად...
რატომ ბრაზდებაო ქალი?..
ვეღარ გაუგიათ კაცებს...
კარგად დააკვირდით თვალებს,
ყველა კითხვის პასუხ გამცემთ...
ოღონდ კითხვა უნდა შეძლოთ,
მზერის,საკუთარი ქალის...
ნუღარ დაიღლებით ახსნით,
რომ ის ერთადერთი არის!
რომ მას ვეღარავინ შეცვლის-
ოღონდ სიყალბე არ ნახოს!..
თორემ,ქალი-ქარი არის,
წავა,აღარ მოვა ახლოს!...
ვიდექი ნაწვიმარზე ჩემი წითელი ქოლგით, არეული ცის ქვეშ, სისველისგან დამბალი ფოთლების რბილ ხალიჩაზე და გადავყურებდი ჩაშავებულ, გაღატაკებულ ქალაქს,
მოღუშულ ქალაქს,
გაუცხოვებულ ქალაქს,
უმწეობა და შიში ზეზეულად რომ ეტყობოდა...
...არასდროს არ ყოფილა ოქტომბერი ასეთი ჩუმი და უცხო, ასეთი დათრგუნული და უიმედო... ვიდექი და და ვფიქრობდი:
- ნუთუ სულ ეს იყო,
ნუთუ სულ ეს იყო ამ წელს ჩემი ოქტომბერი.
მშვიდი ამინდია,
ცოტა სუსხიანი,
ვგრძნობ რომ უშენობა უფრო მათამამებს.
სული ამერია,
გული - სევდიანი,
ფიქრებს შეერია გრძნობის სილამაზე.
ასე მემართება ყოველ მიტოვებას,
ასეთ უჩვეულო გრძნობებს დავატარებ.
შენზე გაფიქრება, ზეცას უტოლდება,
მე კი ამ ცხოვრებას აქვე დავამთავრებ.
ცა და მიწასავით ისე განვსხვავდებით,
ყველა საქციელში ვხედავ უტოლობებს.
შენში მეტია და
ჩემში ნაკლებობა,
სევდამორეული ფიქრის სილამაზე.