Предыдущая публикация
 ქარი არის.
სულ უბრალოდ -
ქარი არის.
ლიხს იქით კი,
ახლა ალბათ
წვიმებია.
ცაზე თეთრმა
ურჩხულებმა
ჩაიარეს
და ფიქრებიც
ამინდივით
მძიმდებიან.სიგარეტი,
გაბზარული
ჩაის ჭიქა...
ქარმა ღამე
გადაფინა
კანაფებზე.
დამიჯექი,
მოდი გვერდით
დამიჯექი
და დილამდე
ვისაუბროთ
არაფერზე.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 10
თურმე ქარიც დაქრის ვერაგი.
აქ, კარადაში,
შენს ეულად დარჩენილ კაბას,
გავიხადე და მოვახურე ჩემი პერანგი.
სახელს ვერ ვარქმევ, იმ სიჩუმეს, რომ მეპარება,
მსურს დავემალო, გამეფებულ, სიცარიელეს,
ნეტავ შემეძლოს, რომ გავექცე ამ სიმარტოვეს,
ან იმ სამსხვერპლოს, შესაწირად, მე რომ მიმეტებს,
ის ნატვრა მიყვარს, ახდენა რომ არ უწერია,
რომელიც, მხოლოდ, ჩემია და ტკივილს იფერებს,
იქნებ შენ მითხრა, როგორ შევძლო, რომ გავუმკლავდე,
ნატვრას, რომელიც სასწაულებს ისევ იჯერებს,
რა ბედნიერი ვიქნებოდი, შენ რომ შეგეძლოს,
მსხვერპლის გაღება, იმ გულისთვის, კვლავ რომ გიჩემებს,
რას არ მივცემდი, ახლა შენ რომ იყო ჩემს გვერდით,
ეს ოცნებაც კი, უიმედოდ, თვალებს მიცრემლებს,
ვცარიელდები, შიშნარევი, მიპყრობს სიცივე,
შენს მოლოდინში, დაკარგული დრო გულს მიჩერებს,
აღარ მოგიხმობ, რადგან ვიცი, მაინც ვერ მოხვალ
და ჩემი გული, მარტოობის, სურნელს იჩემებს...
51
ჩამეკარი! გევედრები, ჩამეკარი!
ისე ძლიერ, რომ ბედმა ვერ დაგვაშოროს...
ჩემი სული შეისუნთქე, როგორც ალი...
ჩამეხუტე! დაე, წლებმა დაგვათოვოს...
თვალებს ვხუჭავ, რომ გხედავდე სულ, სულ ბოლოს
და რომ სითბი არ გაფრინდეს მერცხალივით.
სულ იწვიმოს, ქარი იყოს, თუნდ ითოვოს,
მომეხვიე, იქნებ მზეს ვერ ვხვდები დილის...
ჩამეკარი, ისე ძლიერ, როგორც ბოლოს,
ბოლოს ბოლო ჩახუტება იქნებოდა...
ახლა ვხვდები, საყვარელო, მე თუ როგორ,
უშენობა, მე როგორ არ მიხდებოდა...
ჩამეხუტე! კიდევ ერთხელ, ჩამეხუტე!
დრო გაფუჭდეს, იქნებ წამი გავაჩეროთ...
ჩამეკარი! მერე რა თუ გამებუტე...
ჩამეხუტე, ღამე ასე გავათენოთ...
ჩამეკარი! გევედრები, ჩამეკარი!
ისე ძლიერ, რომ ბედმა ვერ დაგვაშოროს...
ჩემი სული შეისუნთქე, როგორც ალი...
ჩამეხუტე! დაე, წლებმა დაგვათოვოს...
ცხოვრებაში
რომ
იტანჯებიან
და
არა ლექსებში.
მათი ტკივილი ნამდვილია,
შეგიძლია ხელით შეეხო.'
გფარავდეთ წმინდა გიორგის ძალა და მადლი. ყველგან და ყოველთვის!!!