Предыдущая публикация
 . .
ქუჩა ტიროდა, და ჩვენ ვიდექით . ..
შენ ამიტატე - პატარა ბავშვი,
ნაზი ალერსის გრადაციებით . . .
და ისე მალე გავლიეთ ქუჩა ,
ერთი წამიც კი ვერ დავითვალე . ..
ღამის სიბნელე გვეფინა ლურჯად ,
შენ აელვარდი,მე - დავიღალე...
შეძრწუნებული კიოდა ქარი ,
ებლანდებოდა გათოშილ ხეებს ...
არ გადარდებდა სიშორე - ხვალის
და მიკოცნიდი პატარა ხელებს...
აცისკროვნებდი ცარიელ ოთახს,
შენი ღიმილის თეთრი ვარდებით . . ..
და ირწყმეოდა სურნელი ორთა ..
და ირწეოდნენ სიზმრის ფარდები . .
კოცნით მიშრობდი ცრემლიან თვალებს...
ძილმა წამიღო როგორც - ველოდი . . .
გული გულს გრძნობდა და მთელი ღამე ,
ჩამოშლილ თმაზე მეფერებოდი . . .

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3