"ცხრა სამეფო მოვინელეთ.
ივერიის ღვთისმშობელმა
დაგვაბერტყა ზეცით კალთა,
ღვთის წყალობით დავაჩოქეთ,
შავი ძალა რადიკალთა,
ცხრა სამეფო მოვინელეთ,
ზღვა მსოფლიო მმართველები,
აწ მიგვიღეთ ისეთები,
როგორიც ვართ ქართველები.
ჩვენ ვიცავდით ღვთის მცნებებს და
მამა-პაპის ტრადიციებს,
გლობალისტთა ზეობაში,
ვგმობთ გენდერულ ამბიციებს.
უფრო ახლოს გაგვიცანით,
შეიყვარეთ მამა ღმერთი,
ცოდვა ისევ ცოდვათ სცანით,
აიცილეთ ჯოჯოხეთი.
ვინც დაპყრობა მოგვინდონმა,
დედა ღვთისა გასწყრომია,
დღეს ტირანთა ნასახლარზე,
მხეც-პირუტყვთა სადგომია.
ჩვენ საწუთრო ოკეანეს,
დავამჩნიეთ ქრისტეს კვალი,
იბერიის წიაღშია,
კაცთა მოდგმის მომავალი.
ხვალ კაენის ნაშიერებს,
ღმერთი ამხელს ამენ ითა,
განიკითხავს ოდეს ერებს,
ჩვენ ვცხონდებით სამებით".
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев